რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ბო შეშინებულია! (Beau Is Afraid)

2023 წლის ყველაზე უცნაური ფილმი, არი ასტერის შიზო-ფსიქოდელიური ჰორორი შავი იუმორის ელემენტებით.

Joaquin Phoenix in Beau Is Afraid

49 წლის ნევროტიკი – ბო აიზეკი აპირებს დედასთან გაემგზავროს. გამგზავრების დღეს მას ბინის გასაღებს და ჩემოდანს პარავენ. იგი ატყობინებს დედამისს, რომ ვერ წამოვა, მაგრამ დედა, მონა ვასერმანი – სარეკლამო კომპანიის მფლობელი და მილიონერი- ტელეფონში საუბრისას დამნაშავედ აგრძნობინებს თავს მის შვილს და აიძულებს მაინც სცადოს გამომგზავრება. ბოს გარეთ გასვლის შიშები სტანჯავს, ის ხომ ისეთ უბანში ცხოვრობს, სადაც გარეთ გასვლა სახიფათოა, ქუჩაში გამუდმებით შეშლილი ხალხი, ნარკომანები და კრიმინალები დათარეშობენ. გარეთ გამოსული ბო ხათაბალაში ეხვევა და უცნარი წყვილის მანქანა გაიტანს. გრეისი და როჯერი მანქანაში სვამენ ბოს, სახლში მიყავთ და მათი ქალიშვილის ოთახში განათავსებენ. იწყება უცნაური მოგზაურობა სახლში დასაბრუნებლად, რომელიც ყოველი სივრცის და დროის საზღვრებს სცდება…

რთულია მისდიო ფილმის სიუჟეტს და ლოგიკურად ახსნა, რა ხდება მთავარი გმირის თავს, თუმცა მასში დანამდვილებით არსებობს გარკვეული კინემატოგრაფიული მაგია (რომელიც თამამად შეიძლება ითქვას თანაბრად გადანაწილებულია რეჟისორზე და მთავარი როლის შემსრულებელზე).

ფილმი უფრო განკუთვნილია მათთვის, ვისაც რეჟისორის მიერ კადრებში განთავსებული მინიშნებების და მეტაფორული ჩადგმების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ. სახლის პირობებში ყურებისას შეგიძლიათ უბრალოდ დააპაუზოთ და დააკვირდეთ გარკვეულ კადრებში უკანა ხედს და კარგად დაათვალიეროთ, რაც საშუალებას მოგცემთ რეჟისორის მიერ იუმორით თუ სერიოზულობით გამოყენებული გრაფიტი იქნება ეს თუ პლაკატი, გულდასმით შეისწავლოთ, რაც თავის მხრივ რაღაც მინიშნებას მაინც მოგცემთ საერთოდ რა ხდება. ფილმი ერთგვარი ლაბირინთია იმ შიშების ხლართებისა, მთავარ გმირს რომ არ ეშვება და თან სდევს. არი ასტერმა ,,ბო შეშინებულია” – ს სიუჟეტი ჯერ კიდევ მის წინა ფილმებამდე – ,,რეინკარნაცია” და ,,მზებუდობა” – მდე მოიფიქრა. მან იგივე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმი 2011 წელს გადაიღო, მას შემდეგ იგი სიუჟეტს სრულმეტრაჟიანამდე ავითარებდა. ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად შერჩეული იქნა ჰოაკინ ფენიქსი, რომლის მხრებზე ოსკარი (ოთხი ნომინაციიდან) და არაერთი რთულად შესასრულებელი როლი იყო. და აქაც მან საოცარი გარდასახვა შემოგვთავაზა, რომელიც მხოლოდ მთავარი გმირის შინაგან სამყაროში ღრმა შეღწევით და მისი შიშების გათავისებით მიიღწევა.

Zoe Lister-Jones and Armen Nahapetian in Beau Is Afraid

ბო შეშინებულია! (Beau Is Afraid)
რეჟისორი: არი ასტერი
2023წ. (აშშ)

ხანგრძლივობა: 2 საათი 59 წუთი

Beau Is Afraid (2023) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Roman Holiday – The Morning After

Roman Holiday – The Morning After

| ნაწყვეტი უილიამ უაილერის 1953 წლის ფილმიდან 'Roman Holiday'

შემდეგი
სინქრონული (Synchronic)

სინქრონული (Synchronic)

| ბენსონის და მურჰედის ფანტასტიკური თრილერი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share