კოსმოსიდან მოვლენილი არასასურველი სტუმრების და მარტოხელა გოგონას დაპირისპირების ისტორია
სიუჟეტის ცენტრში უზარმაზარ სახლში მცხოვრები მარტოსული გოგონაა, რომელიც აშკარად ჯერ კიდევ ვერ გამოსულა წარსულში მომხდარის გავლენიდან. მას სადღაც შიგნით დაუმარხავს წარსულის ტრაგედია, თუმცა არც ისე ღრმად, რომ თავს არ ახსენებდეს. იგი ცდილობს თავი აარიდოს მშობლიური პატარა ქალაქის მაცხოვრებლებს და თავის სამყაროში იცხოვროს. თუმცა აღმოჩნდება, რომ ის სამყაროც საკმაოდ მყიფე და დაუცველია.
ღამით უცნაური ხმებით გაღვიძებული ბრინი აღმოაჩენს, რომ სახლში რაღაც არამიწიერი წარმოშობის ორგანიზმია შემოჭრილი…
სცენარისტი და რეჟისორი, ბრაიან დაფილდი ძალზედ მოხერხებულად იყენებს ჰორორის ჟანრის ყველა ინსტრუმენტს საჭირო ეფექტის მისაღწევად.
ფილმი თითქოს ტრადიციულ, გათელილ სიუჟეტს მიჰყვება უცხოპლანეტელების შემოჭრაზე ჩვენს სამყაროში, თუმცა მალევე იკვეთება მეორე ძირითადი შრე, რომელიც მთავარი გმირის განცდებზეა დაფუძნებულ-აგებული, და რომელსაც ბრწყინვალედ ართმევს თავს ნიჭიერი მსახიობი ქეითლინ დივერი. რაც მთვარია, ეს ყველაფერი საინტერესო და თავშესაქცევი სანახაობაა პირველი წუთებიდან მოულოდნელი ფინალის ჩათვლით.