ირონიული, კლასუტროფობიული თრილერი მარტოხელა ქალზე, რომელიც ფიქრობს, რომ მკვლელობის მოწმეა. სერიალის რეჟისორი მაიკლ ლემანია, რომლის დებიუტი 30 წლის წინ შედგა საკულტო შავი კომედიით ,,სასიკვდილო გატაცება”.
საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ ანას მესაიდუმლე და მანუგეშებელი კარგი წითელი ღვინის ბოთლია. ბოკალით ხელში იგი საღამოებს ფანჯარასთან ატარებს. და თითქოს ესე იქნებოდა გაუთავებლად, რომ არა ახალი მეზობლები (სიმპატიური მამაკაცი და მისი პატარა ქალიშვილი) მოპირდაპირე სახლში. ანა ფიქრობს, რომ შეიძლება ეს მისი შანსი იყოს ,,დროის მარყუჟიდან” თავის დასაძვრენად. თუმცა ერთ ,,მშვენიერ” ღამეს იგი გარკვევით ხედავს როგორ ხდება მის თვალწინ მკვლელობა. ნამდვილად ესე მოხდა თუ ალკოჰოლით გაბრუებულს უბრალოდ მოეჩვენა? მთავარ კითხვას პასუხი ისევ ანამ უნდა გასცეს…