რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

დიდი მოლოდინები (De grandes espérances)

წარსულის საიდუმლო ორ ახლობელ ადამიანს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება

მადლენი და ანტუანი შეყვარებული წყვილია ლიონიდან, რომელიც კორსიკაში, ზღვის სანაპიროზე ანტუანის მამის ვილაზე ისვენებენ. ისინი ორივე ნიჭიერი იურისტები, პერსპექტივაში სამთავრობო სექტორში მოღვაწე ახალგაზრდები არიან, რომელთაც დღე-დღეზე პრესტიჟულ სახელმწიფო აკადემიაში გამოცდა უნდა ჩააბარონ, სადაც განათლებას მომავალი მინისტრები და პოლიტიკოსები იღებენ. ანტუანის მამასთან კონფლიქტი მეორე დღეს, სატელეფონო საუბარშიც გრძელდება, რომლის დროსაც საჭესთან მჯდომი ანტუანი ნერვებს ვერ მოთოკავს და გზაზე შემხვედრ მანქანის მძღოლთან კონფლიქტი მოსდის. სიტუაცია უმართავი ხდება. მადლენი ცდილობს დააშოშმინოს მამაკაცები და თავიდან აირიდოს მომავალი უბედურება, თუმცა შემთხვევა საბედისწეროდ შეცვლის ამ კონფლიქტის მონაწილეების მომავალ ცხოვრებას…

Rebecca Marder and Benjamin Lavernhe in ‘De grandes espérances’

ადამიანების ბედის შემობრუნება წამის, უნებური შემთხვევის ამბავია. გუშინდელი უდარდელი ცხოვრება წარსულს ეცემა. მელოდრამა მყისიერად იქცევა თრილერად. ფილმი საინტერესოდაა აწყობილი სადაც ფრანგული პოლიტიკური და სოციალური მწვავე პრობლემების ფონზე ადამიანთა პირადული დრამა ვითარდება. რაზეა წამსვლელი ადამიანი მისი ახლობლელი ადამიანისთვის, რამდენად ვაფასებთ ერთმანეთს, რამხელა ადგილს ვუთმობთ ჩვენს ცხოვრებაში სამსახურეობრივ კარიერას, იდეისთვის ბრძოლას? რა შეიძლება იყოს ტყუილის ფასი…? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს პერიოდულად მთელი ფილმის განმავლობაში რეჟისორი უსმევს ფილმის გმირებს და სავარაუდოდ მაყურებლებსაც. ფილმი ჟანრებს შორის ოსტატურად თამაშობს (რაშიც სცენარის დიდი დამსახურებაა), და ამ თამაშს ფეხს შესანიშნავად უწყობენ მსახიობებიც, ოპერატორიც, მუსიკაც. ძნელად დასაჯერებელია, რომ სილვიენ დეკლუ სრულიად ახალბედა რეჟისორია და ეს მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია.

დიდი მოლოდინები (De grandes espérances)
რეჟისორი: სილვიენ დეკლუ
2023წ. (საფრანგეთი)

ხანგრძლივობა: 1 საათი 45 წუთი

Grand Expectations (2022) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
Elizabeth Harvest – The Forbidden Room

Elizabeth Harvest – The Forbidden Room

| ნაწყვეტი სებასტიან გუტიერეზის ფილმიდან 'Elizabeth Harvest'

შემდეგი
ჩამოცვენილი ფოთლები (Kuolleet Lehdet)

ჩამოცვენილი ფოთლები (Kuolleet Lehdet)

| შემთხვევითი პაემნები ფინეთში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share