რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

თვითკმარობა (Self Reliance)

მარტოდმარტო ცხოვრების თამაშში: მილიონი დოლარიანი თამაში, სადაც ნდობა ძირითადი ვალუტაა

Self Reliance ჯეიკ ჯონსონის სადებიუტო ინდი კომედიაა, ცოტაოდენი ტრილერის ელემენტებით, ცალსახად დაფუძნებული მეოცე საუკუნის, 20-იანი წლების პოპულარულ, მცირე მოთხრობაზე, სახელწოდებით – “The Most Dangerous Game”, რომელშიაც დიდ ნადავლზე მონადირე ნიო-იორკიდან, ვარდება იახტიდან წყალში და გადარჩენის მიზნით, ცურვა-ცურვით აღწევს კარიბის ზღვის მიტოვებულ და იზოლირებულ კუნძულზე. თუმცაღა მისდა საუბედუროდ მონადირემ არც კი იცოდა რომ კუნძული მთლად მიტოვებული არ იყო და მასზე ნადირობას რუსი არისტოკრატი იწყებს. ამ მოთხრობის შთაგონება კი უშუალოდ მოდის აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში ნადირობის ტრადიციაზე, რომელიც განსაკუთრებით მოდური იყო 1920-იან წლებში, მდიდარი ფენის წარმომადგენელ ამერიკელებს შორის. ხოლო 30-იანი წლების დასაწყისიდან, ეს ამბავი არაერთხელ იქნა ადაპტირებული ნაცრისფერ ეკრანზე და Self Reliance-იც არ წარმოადგენს რაიმე გამონაკლისს, თუმცა ნაკლებად ცდილობს რაიმე ახალი შემოიტანოს ამ თემატიკაზე.

ფილმის სიუჟეტი თვითონ მეტნაკლებად საინტერესოა: მთავარ გმირს, ტომის, რომელიც ძირითადად მოსაწყენი რუტინული ცხოვრებით არის დაკავებული, განიცდის შეყვარებულთან დაშორების სტრესს, მშობლებთან გარკვეულწილი პრობლემებს – არსაიდან ეწვევა უჩვეულო შანსი – უცნაური თამაშის სახით, სადაც მისი დავალება 30 დღის განმავლობაში გადარჩენაა, სანამ ვინმე დაქირავებული მკვლელები მის მოშორებას ეცდებიან. თამაშის “მოტყუება” შეიძლება ერთი ხრიკით, თუ მოთამაშე ყოველთვის ვინმესთან ერთად იქნება, მაშინ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტომი კი ამ მოცემულობას დაუფიქრებლად თანხმდება. (არა ფულის გამო, არამედ იმ მიზეზით რომ მარტოსულობა არ იგრძნოს) თუმცაღა ისტორია აქ მნიშვნელოვან როლს როგორც ასეთი, არ თამაშობს. უმეტესად ფილმის მთავარი თემა ტრიალებს ტრავმების, პრობლემების დამუშავება/გადახარშვაში, კერძოდ კი – საკუთარი ცხოვრების აზრის ძიება, სტრესული პრობლემების დაძლევა, საყვარელ ადამიანთან დაშორებისას გამოწვეულ სტრესთან გამკლავება, მარტოობისგან თავის დაღწევა და ა.შ. Self Reliance-ზე საუბრისას არ შეიძლება არ გავიხსენოთ ისეთი ფილმები როგორიცაა – The Truman Show (1998), ან EdTV (1999), ისევ და ისევ რეალითი შოუს წინაპირობით და რათქმაუნდა The Game (1995) ან The Hunt (2010) თამაშის კონცეპტიდან გამომდინარე.

სამწუხაროდ ისტორია თითქოს ცარიელი, დაუმუშავებელი იდეის დონეზე რჩება, რადგან ბოლომდე ვერ ვიგებთ არის თუ არა ეს რეალითი შოუ სიკვდილ-სიცოცხლის დონეზე სახიფათო ხასიათის, თუ უბრალოდ უწყინარი, სახუმარო გასართობია მდიდარი ადამიანებისთვის. შესაბამისად ფილმში ე.წ. საფრთხის გრძნობა ან “ფსონები” დაბალია. აგრეთვე, “სიახლოვის” ხრიკი ნორმალურად არ არის ახსნილი და ფილმი ვერ გვაჩვენებს თუ როგორ გადაურჩა ზოგიერთ ღამეს მარტო. მთლიანი თავგადასავალი შუა ნაწილისკენ ძალიან “უმტკივნეულოა”, ძალისხმევა თითქმის არ იგრძნობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაძაბულობის ფაქტორს. კინოს კონტექსტის უმეტესი ნაწილი უფრო ორიენტირებულია ადამიანურ ურთიერთობაზე, ახალი ადამიანების პოვნაზე. ეს ყველაფერი კი მოწოდებულია მარტივი სიმბოლიზმით, ამის ხარჯზე კი ემოციურ ექსპლორაციას სიღრმე აკლია.

პოზიტიური მხარეებიდან აღვნიშნავდი ქარიზმატულ ჯეიკ ჯონსონს, (რომელიც არა მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებელი, არამედ ფილმის სცენარისტიც არის) როგორც წამყვანი, პირველი პლანის მსახიობი თავის საქმეს მშვენივრად ასრულებს და აქვს კარგი ქიმია მეორე მთავარ პერსონაჟთან – მედისთან. (ანა კენდრიკის პერსონაჟი) ამ ყველაფერთან ერთად კი ვხვდებით კრისტოფერ ლოიდსაც (დოქტორ ემეტ ბრაუნი Back To The Future-ის ტრილოგიიდან) მცირე ეპიზოდურ როლში, როგორც სასიამოვნო ბონუსი. ფილმი სადღაც საათნახევარი მიდის და ტემპიც დინამიურია, ნაკლებად მოსაწყენი მომენტებით, აქა-იქ საინტერესო ტვისტებით. მიუხედავად არც ისე დამაკმაყოფილებელი დასასრულისა, რისთვისაც ფილმი მაყურებელს ამზადებს, სულელური, ბავშვური იუმორისა, Self Reliance მაინც ახერხებს იყოს გასართობი და სასიამოვნო საყურებელი.

მთლიანობაში, ჯეიკ ჯონსონის სარეჟისორო დებიუტისთვის – კომპეტენტურად გადაღებული, კარგი, მსუბუქი, თვალსაჩინო და დამაკმაყოფილებელი ნამუშევარია. სამწუხაროდ მაყურებლისთვის ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთჯერადი სახალისო სანახაობა აღმოჩნდეს, ოდნავ საინტერესო იდეით და პოტენციალით, რომელიც ბოლომდე საკმარისად არ განვითარდა, მაგრამ იდეალური კანდიდატია დამღლელი საღამოს შემდეგ სეანსისთვის განსატვირთად და თამამად სცემს პასუხს რიტორიკულ კითხვაზე – “რას ვუყურო ამაღამ”. ფილმი ხელმისაწვდომია როგორც ციფრულად, ისე სტრიმინგ სერვისებზეც.

თვითკმარობა (Self Reliance)
რეჟისორი: ჯეიკ ჯონსონი (Jake Johnson)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი

65/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
The Passenger – Penultimate Scene

The Passenger – Penultimate Scene

| ნაწყვეტი მიქელანჯელო ანტონიონის ფილმიდან - 'The Passenger'

შემდეგი
უცხო (Farang)

უცხო (Farang)

| მრისხანე მოკრივის შურისძიება ტაილანდის გულში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share