სიზმრის სცენარი (Dream Scenario) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სიზმრის სცენარი (Dream Scenario)

სიზმარში ცხოვრება თუ კოშმარებში დახრჩობა? რეცენზია Dream Scenario-ზე.

ნორვეგიელი რეჟისორი კრისტოფერ ბორგლი, 2022 წლის სატირის “Sick Of Myself-ის” შემდეგ, სადაც სოცქსელების საშინელებებზე გააკეთა კომენტარი, ახალი ფილმით – “Dream Scenario-თი” დაბრუნდა, სადაც უშუალოდ ე.წ. “გაუქმების კულტურას” (იგივე cancel culture) შეეხო. სასაცილო და ამავედროს სევდიანი აბსურდული კომედია, გენიალური ნიკოლას ქეიჯით მთავარ როლში.

“Dream Scenario” წარმოადგენს ბნელ კომედიურ ექსპლორაციას, თანამედროვე ვარსკვლავების ფენომენის შესახებ, საკმაოდ მარტივი სიუჟეტით, სადაც მოსაწყენი უნივერსიტეტის პროფესორი პოლ მეთიუსი (კეიჯის პერსონაჟი) მოულოდნელად იწყებს მრავალი ადამიანის სიზმარში გამოჩენა/გამოცხადებას. ოდნავ ცხადი მეტაფორის ფენის მიღმა, ფილმი ძალიან ჭკვიანურად გვიჩვენებს, თუ როგორ ცვლის უეცარი დიდება მის “მატარებელს” და მის გარშემო მყოფთა დამოკიდებულებას, რომელთაგან: 1. ზოგს სურს ფიზიკური შეხება, 2. ზოგს – ფანტაზიების რეალიზება, 3. ზოგს – არარსებული აზრის პოვნა და 4. ზოგს – ბანალურად, ამ ყველაფრის მონეტიზირება, მაგრამ რეალურად არავის აინტერესებს ეს ადამიანი, დაჩაგრული ამ პოპულარობით.

რათქმაუნდა, პოპულარობა კინოში ადრეც იყო შესწავლილი (მაგალითად 1999 წელს გამოსული, სპაიკ ჯოუნზის “Being John Malkovich”, ან ძაან შორს რომ არ წავიდეთ , ტომ გორმიქენის შარშანდელი “The Unbearable Weight of Massive Talent“, სადაც ქეიჯი თავის თავს თამაშობს და მთლიანი ფილმი თითქოს ერთი დიდი მეტა-ნარატივია), მაგრამ კრისტოფერ ბორგლი არ შეშინდა, უფრო შორს წავიდა და აჩვენა თუ როგორ აქცევს “გაუქმების კულტურა” ყოველდღიურ ყოფას – კაფკასეულ ფანტაზმაგორიად და ასევე სჯის მათაც, ვინც უბრალოდ ამდროს ახლოს იყო.(ამ შემთხვევაში პოლის ოჯახი) ხოლო როცა ყველაფერი საბოლოოდ დავიწყებულია, ყოფილი სელებრითი, მიუხედავად იმისა რაც განიცადა, აგრძელებს ამ დაკარგული პოპულარობის ძიებას, როგორც ნარკოტიკს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უკან დასაბრუნებელი გზა – არ არის.

საბოლოო ჯამში, “Dream Scenario” საინტერესო ფილმია, ქეიჯისთვის ატიპიური როლით, ბევრი “უხერხული” იუმორით, საშინელი სიზმრებით და არაამქვეყნიური სიზმრისეული ვიზუალებით. ერთ-ერთ სცენაში საშინელებათა ფილმების საკულტო პერსონაჟის ფრედი კრუგერის პატარა მინიშნებასაც ვხვდებით – რკინის ხელთათმანი, ბასრზე ბასრი კლანჭებით. ასე რომ, როცა ფიქრობთ რომ, ამაზე უკეთეს პრიქუელ ისტორიას ვერ მოიფიქრებდით ფრედიზე, ფილმი – თავად აკეთებს.

სიზმრის სცენარი (Dream Scenario)
რეჯისორი: კრისტოფერ ბორგლი
აშშ 2023

ხანგრძლივობა: 1 საათი და 42 წუთი

75/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Bad Santa – Santa Confronts a Bully

Bad Santa – Santa Confronts a Bully

| ნაწყვეტი ტერი ცვიგოფის ფილმიდან - 'Bad Santa'

შემდეგი
Pulp Fiction – Sharing knowledge

Pulp Fiction – Sharing knowledge

| ნაწყვეტი კვენტინ ტარანტინოს ფილმიდან - 'Pulp Fiction'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share