იაკუძას ბედი თანამედროვე იაპონიაში.
მამის სიკვდილის შემდეგ დათრგუნული კენზი იამამოტო თავით ეშვება დანაშაულებრივ სამყაროში. მას შემდეგ რაც იგი იაკუძას ერთ-ერთ ბოსს სიკვდილისგან იხსნის იაკუძას კარი მისთვის ღიაა. ოჯახის ბოსი – ხიროსი სიბასაკი მას საკუთარი შვილივით ექცევა და იამამატოში მათი ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებელს ხედავს. თუმცა ცხოვრებას თავისი გეგმები აქვს, ყველაფერი ცვალებადია…
მიჩიჰიტო ფუჯიის ფილმი მოკლებულია იაპონური მაფიის ტრადიციულ ხედვას, რასაც ჩვენ მივეჩვიეთ კინოში. იგი რიგითი იაკუძას ცხოვრების მაგალითზე რეალურად გვაჩვენებს რა ცვლილებები განიცადა და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა იაპონური კრიმინალური ტრადიციების მატარებელი ეს ორგანიზაცია, რომლისთვისაც ღირსება წინ იდგა ყველაფერ დანარჩენზე.