რვა წლის წინ მარგო სერიული მკვლელის ხელით დაიღუპა. მისი ქმარი ალექსი ჯერ კიდევ არ არის აზრზე მოსული მომხდარის გამო. მის მდგომარეობას მხოლოდ სამუშაო და ელენ პერკინსთან მეგობრობა ამსუბუქებს. როცა ადრინდელი დანაშაულის ადგილზე ორ გვამს პოულობენ, პოლიციას ეჭვი ალექსზე მიაქვს. სიტუაცია რთულდება იმით, რომ ალექსი იღებს ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებას, სადაც ნათქვამია, რომ მარგო შესაძლოა ცოცხალია…
2002 წლის სადებიუტო ფილმის (,,როგორც იტყვი” ) შემდეგ, რომელიც კინოკრიტიკოსებმა და პუბლიკამ თითქმის ვერ შეამჩნიეს, 2006 წელს გიომ კანემ თავის რიგით მეორე ფილმს მოკიდა ხელი და ამისათვის ამერიკელი მწერლის-ჰარლან კობენის რომანი აარჩია. შედეგად- 9 ნომინაცია და 4 ჯილდო სეზარზე, მათ შორის ,,საუკეთესო რეჟისურისათვის”.