რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მრისხანე მოკრივის შურისძიება ტაილანდის გულში

ქსავიერ განსი, “ფრანგული ექსტრემალური კინოს” ოსტატი, რომლის მცირე კატალოგში აღსანიშნავია Frontier(s) (2007), პოპულარული ვიდეოთამაშის – Hitman (2007)-ის ადაპტაცია და Cold Skin (2017), ახალი მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმით დაბრუნდა სახელად – Farang, ან უბრალოდ – Mayhem! ფილმი განსაკუთრებული სიუჟეტით არ გამოირჩევა; ისტორიის ცენტრში – სემია, წარმოშობით არაბი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და ყოფილი პატიმარი, ტაილანდში იწყებს ახალ ცხოვრებას, ადგილობრივი ბანდის წევრებისგან თავის დასაღწევად. უფრო დაწვრილებით კი, სემის მიგრაცია ერთმა სპეციფიურმა ინციდენტმა გამოიწვია – კერძოდ კი, ციხიდან ახალ გამოსულზე, ზემოხსენებულ ბანდის წევრებთან კონფლიქტი ფატალური შედეგით დასრულდა – სემს ერთ-ერთ წევრის ძმა თავდაცვისას შემთხვევით შემოაკვდა. ფილმის მოქმედება კი უკვე ამ ამბიდან 5 წლის შემდეგ იწყება, როცა სემმა ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყო, ცოლ-შვილთან ერთად. როგორც მსგავსი ჟანრის ფილმებში ხდება ხოლმე, ბოროტმოქმედები მოტყუებით (ამ შემთხვევაში ტაილანდური მაფია) ცდილობენ შეითრიონ მთავარი გმირი კრიმინალურ სამყაროში, იტაცებენ ცოლ-შვილს და შესაბამისად პროტაგონისტი ემზადება სისხლიანი რევანშისთვის.

მიუხედავად შაბლონური ისტორიისა, პირველი ნახევრის განმავლობაში რეჟისორი მაინც ცდილობს დაგვანახოს მთავარი გმირის ტკივილი, სიძნელეები, გაჭირვება, ბრძოლა და ის გადამწყვეტი წერტილი, რამაც მიიყვანა სემი შურისძიებამდე. მართალია ფილმი ცდილობს პერსონაჟთა გაცნობას, განვითარებას და ერთგვარ ემოციურ რეზონანს მაყურებელთან, მაგრამ ეს ყველაფერი სამწუხაროდ საკმაოდ ნელი ტემპით მიდის, სჭირდება დრო და სადღაც უკვე 40+ წუთის შემდეგ, ჩვენ ნელნელა ვხედავთ უკომპრომისო სასტიკი ძალადობის ნაწყვეტებს, ლამაზად დადგმული ქორეოგრაფიით, უმეტესწილად დახურულ სივრცეებში.

ავღნიშნავდი იმასაც, რომ მთავარი გმირი არ არის უკვდავი დაუმარცხებელი კიბორგი, პირიქით, იგრძნობა რომ სემი ადამიანია, ცოცხალია და ჩეულებრივად გრძნობს ტკივილს როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი, რაც ბრძოლის ყველა სცენას ჭეშმარიტად სახიფათოს ხდის. მაყურებელიც თითქოს ამ სანახაობის მონაწილე ხდება და გრძნობს დარტყმების ავთენტურობას. ტექნიკური მხრის თვალსაზრისით ფილმი კომპეტენტურად არის გადაღებული; უღიმღამო, ცივი ფერთა პალიტრა კი კარგად გადმოსცემს ტაილანდის ჭუჭყიან, სასტიკ ატმოსფეროს და ზრდის იმერსიულობას.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მომენტი/სცენა რომლის გამოც Farang თქვენს ყურადღებას იმსახურებს, ბოლო 20 წუთია, სადაც გენიალურად არის მოთავსებული კორეული ტრილერის Oldboy-ს ალუზია/ომაჟი, კერძოდ კი – დერეფნის/ლიფტის ლეგენდარული, გრძელი ბრძოლა, მაგრამ ახლა უკვე ბევრი სისხლით, გრაფიკული სისასტიკით და ბრუტალური ძალადობრივი პათოსით, ისე როგორც “ფრანგულ ექსტრემალურ კინოს” სჩვევია. რეჟისორი არ იხევს უკან და ბოლომდე ასახავს თუ რა შეუძლია შურისძიებით დაბრმავებულ მხეცს, სანამ ის თავის საწადელს არ მიაღწევს, ამ რთულ გზაზე კი ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ხოლო ლიფტის სცენა უბრალოდ შეუდარებლად სასტიკი და საშინლად კარგად არის გაკეთებული და ვისურვებდი ბევრი ასეთი მომენტი ყოფილიყო ქრონომეტრაჟის უმეტეს ნაწილში. მსგავს სცენებზე კი შეგვიძლია გავიხსენოთ ინდონეზიური ფილმები, როგორებიცაა: The Raid (2011) და The Night Comes for Us (2018), რომლებიც არანაკლები სისასტიკით გამოირჩევიან. თუმცაღა ზემოაღნიშნულ ორ ფილმში – 80% – ექშენია, ხოლო დანარჩენი 20% – სიუჟეტს ეთმობა, Farang-ში კი სიტუაცია პირიქითაა.

მთლიანობაში, Farang – სულელური, მაგრამ სახალისო ექშენ ფილმია, რომელიც სამწუხაროდ ახალს ვერაფერს სთავაზობს მაყურებელს ამ ჟანრში, მაგრამ ცდილობს დააკომპენსიროს მინუსები აურებელი სისასტიკითა და ბრუტალური მომენტებით. ნელი სიუჟეტური განვითარება რომ არა, ფილმს კიდევ რაღაც პოტენციალი ექნებოდა რომ საკმაოდ კარგი ექშენი ყოფილიყო. Farang ხელმისაწვდომია როგორც ციფრულად, ისე პოპულარულ სტრიმინგ სერვისებზეც.

უცხო (Farang)
რეჟისორი: ქსავიერ განსი (Xavier Gans)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 39 წუთი

65/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
თვითკმარობა (Self Reliance)

თვითკმარობა (Self Reliance)

| მარტოდმარტო ცხოვრების თამაშში: მილიონი დოლარიანი თამაში, სადაც ნდობა ძირითადი

შემდეგი
გიონგსონგის არსება (Gyeongseong Creature)

გიონგსონგის არსება (Gyeongseong Creature)

| ისტორიული, მისტიკური და სამეცნიერო ფანტასტიკა, პოლიტიკური, რომანტიკული და

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share