ითანი და სოფი ცდილობენ გადაარჩინონ მათი ქორწინება და ოჯახის ფსიქოთერაპევტთან მიდიან, რომელიც ურჩევს მათ უიქენდი ერთ განმარტოებულ ვილაზე გაატარონ, საიდანაც ყველა მსგავსი პრობლემების მქონე წყვილი ბედნიერი ბრუნდება. წყვილი პირველ ღამეს საინტერესოდ და კარგი განწყობით ატარებს, მაგრამ დილით აღმოჩნდება, რომ მათ სხვადასხვაგვარად ახსოვთ წინა გატარებული ღამე. ჩარლი მაქდოუელის სადებიუტო ნაშრომი ფანტასტიკისა და ფსიქოლოგიური დრამის უცნაური ნაზავია, ნიჭიერი მსახიობების მარკ დიუპლასის და ელიზბეტ მოსის უაღრესად საინტერესო და იმპროვიზციული თამაშით.

