ბ. ჯ. ნოვაკის (სერიალ ,,ოფისის” ერთ-ერთი სცენარისტი და რეჟისორი) სატირანარევი კომედია დეტექტივის ელემენტებით ამერიკული საზოგადოების სოციალურ პრობლემებზე.
ბენი ჟურნალისტია ნიუ-იორკიდან, რომელიც იდეების ძიებაშია პოდკასტისათვის. შუაღამის ზარი მას ტრაგიკულ ამბავს ამცნობს: გოგონა რომელთანაც ერთ დროს ურთიერთობა ჰქონდა, გარდაიცვალა. გოგონას ძმა მას დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას სთავაზობს. საქმე იმაშია, ბენი არც ისე ახლოს იყო ამ ადამიანთან, მაგრამ შემოთავაზებას თანხმდება და დაკრძალვაზე დასასწრებად ტეხასში მიდის. მის გასაოცრად ადგილზე ჩასულს როგორც ოჯახის წევრს ისე ხვდებიან. ცერემონიის შემდეგ გარდაცვლილის ძმა ეუბნება ბენს, რომ გოგონა მოკლულია და შური მათ უნდა იძიონ…
პირველი შეხედვით ფილმი როგორც დეტექტივი ისე გამოიყურება, თუმცა მკვლელობის გამოძიება აქ მხოლოდ ფონია აქაური საზოგადოების ცხოვრების წესის აღსაწერად.
,ამერიკული საზოგადოება” რადგან ძალზედ აბსტრაქტული ტერმინია, ნოვაკის გმირის პოდკასტი უბრალო გოგონას ეძღვნება ტეხასიდან, რომელიც ზედოზირებით გარდაიცვალა. სტანდარტული ტეხასური სტერეოტიპების მქონე ოჯახის და (ფსევდო)ინტელექტუალური ნიუორკელი ჟურნალისტის ურთიერთობის ფონზე რეჟისორს სააშკარაოზე გამოაქვს მთლიანად ამერიკული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პოლარიზაცია, მისი მიდგომა ადამიანების და სოციალური მოვლენების მიმართ.