წყნარი, აუღელვებელი თხრობის დიდოსტატის ტაილანდელი აპიტჩაპონ ვირასეტაკულის აუიდოჰალუცინაციური ფილმი, რომელსაც კანის კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი პრიზი ერგო.
ჯესიკა ორქიდეების გამომყვანი სპეციალისტია, რომელიც კოლუმბიაშია გადასახლებული. იგი მედელინიდან ბოგოტაში მიდის მისი დის მოსავლელად, რომელსაც რაღაც დაავადების უცნაური სიმპტომები გამოუვლინდა და გამუდმებით ძილ-ღვიძილშია. თვითონაც ჯესიკას უცნაური ხმები ესმის, რომელიც თავიდან ღამე აღვიძებს, შემდეგ კი დღისითაც მეორდება. ცდილობს რა ამოხსნას ხმების წარმომავლობა, იგი ნელ-ნელა შორდება რეალობას და დროის ჩვეულ აღქმას…
ცდილობს რა ამოხსნას ხმების წარმომავლობა, იგი ნელ-ნელა შორდება რეალობას და დროის ჩვეულ აღქმას
თვითონ რეჟისორი ყვებოდა, რომ მისი ახალი ფილმის მთავარი გმირის მონახაზები, პროტოტიპი დაიბადა ჟაკ ტურნერის 1934 წლის ,,მე ვსეირნობდი ზომბთან” ნახვის შემდეგ, რომლის მთავარ გმირსაც ჯესიკა ერქვა. ფილმის შექმნის იდეით დაინტერესდა ოსკაროსანი ტილდა სუინტონი, რომელიც პარალელურად ფილმის პროდუსერიცაა და მთავარ როლსაც ასრულებს. ის და აპიტჩაპონი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ ლოკაციას გადაღებებისთვის და ბოლოს არჩევანი კოლუმბიაზე გააკეთეს. ისინი პრინციპულად ეძებდნენ ადგილს, სადაც ორივესთვის: რეჟისორისათვის და მთავარი როლის შემსრულებლისათვის, აბსოლუტურად უცხო გარემო იქნებოდა და ამან საბოლოოდ შექმნა ის ეფექტი და საჭირო ატმოსფერო ფილმში, რომელიც ჩაფიქრებული იყო რეჟისორის მიერ.