შესანიშნავი ფსიქოლოგიური თრილერი კომედიური ნოტებით და მოულოდნელი სიუჟეტური განვითარებით…
კრიმინალი და მძარცველი ტეილორი, მორიგი ძარცვის შემდეგ ფეხში დაჭრილი, თავშესაფარს ეძებს. კითხულობს რა წერილს შემთხევით არჩეულ საფოსტო ყუთში, იგი ნდობაში შედის სახლის პატრონთან და სახლში აღმოჩნდება. სახლის პატრონი ერთი შეხედვით თავაზიანი ადამიანი ჩანს, სტუმრებს ელოდება, მოსალოდნელი საღამოს წვეულებისთვის ემზადება და მოულოდნელ სტუმარს გულითადად იღებს…
ორიგინალური სცენარი, მოულოდნელი სიუჟეტური გადახვევები, ნაკლებად ცნობილი მსახიობების გამორჩეულად კარგი თამაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ კარგი კინოს გადაღება დიდი ბიუჯეტის (500 000$) გარეშეც შეიძლება.

