ჯეიმსი- ბრიტანელი მწერალი, იტალიაში ჩამოდის კონფერენციაზე, რომელიც მიძღვნილია ხელოვნებაში კოპიების და ნამდვილი ასლების პრობლემებზე. იგი გაიცნობს ფრანგ ქალბატონს, რომელიც ნახატების გალერეას ფლობს. ჟულიეტ ბინოშის გმირი მას სასეირნოდ ეპატიჟება. იგი თანხმდება. ისინი სეირნობენ, საუბრობენ. ჯეიმსი მას წიგნებზე ხელს უწერს, იგი კი მას სხვადასხვა კითხვებით ართობს. მაყურებლისა და თავიანთი თავის შეუმჩნევლად ისინი ცოლ-ქმრის თამაშს იწყებენ. იტალიურ კაფეში ერთი ქალი მათ წყვილად მიიღებს, ჟულიეტ ბინოში არ ეწინააღმდეგება. და აი აქ ხდება საოცრება. ფილმის გმირების დიალოგი, ურთიერთობა უცებ საოცრად რეალური ხდება.
ფილმი მეუღლეებს შორის ურთიერთობაზე ბევრია. რა თქმა უნდა ბევრია მათ შორის ფალსიფიცირებული და არადამაჯერებელი. ირანელი რეჟისორი, აბას კიაროსტამი თავიდანვე მიგვანიშნებს, რომ ისტორია შეთხზულია. 2010 წლის ოქროს პალმის რტოს ნომინანტი ,,ასლი ნამდვილია” – ესაა ფილმი იმაზე, რომ ზოგჯერ კარგად გათამაშებული ურთიერთობები გაცილებით რეალური და პატიოსანია ნამდვილზე. მთელი ფილმი ესაა დიალოგები იტალიურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ესაა ჭკვიანი და სერიოზული ფილმი ურთიერთობაზე, სიყვარულზე, სადაც არ უნდა ველოდოთ პასუხებს კითხვებზე- თუ როგორ გადავარჩინოთ ქორწინება ან შევინარჩუნოთ სიყვარული. ეს ის ფილმია, რომელიც არაა აუცილებელი გაიგო, იგი საკმარისია შეიგრძნო.