სევდიანი ატმოსფეროსი, მაგრამ ამასთანავე ნათელი და მაიმიტური ფილმი სიყვარულის ყოვლისშემძლეობაზე.
არაფრით გამორჩეულ და მარტოხელა ბერნის მთელი ცხოვრება არ უმართლებდა. იმდენად არ უმართლებდა, რომ ლას-ვეგასის ერთ ერთმა კაზინომ იგი ,,თარსად” დაიქირავა, რომელიც თავის წამგებიან აურას იღბლიან მოთამაშეებს სდებს და მათაც ბედი აღარ სწყალობთ. რადგან ბერნის კაზინოს ფული მართებს, იგი იძულებულია ეს სამსახური გულმოდგინედ შეასრულოს, სანამ ვალს არ გაისტუმრებს. შესანიშნავ ნატალისთან ნაცნობობა, რომელსაც გამართლება მოაქვს ყველაფერში, ცვლის მის ცხოვრებას და მის უკუღმართ ბედს. იგი შეყვარებულია და უნდა მის საყვარელ ადამიანთან ერთად ლას ვეგასი დატოვოს, მაგრამ კაზინოს უგულო მმართველს და მის მაფიოზ ბოსებს არ აწყობთ ესეთ ძვირფასს თანამშრომელთან განშორება…
მსახიობმა ალექს ბოლდვინმა თავიდან უარი თქვა ფილმში მეორეხარისხოვანი როლის შესრულებაზე, რადგან პერსონაჟი ძალიან სასტიკი მოეჩვენა, თუმცა მისმა აგენტმა დაითანხმა ეთამაშა კაზინოს მმართველი- ,,შელი”, რამაც შემდგომ ოსკარის ნომინაცია მოუტანა ამ როლის შესრულებისთვის.