რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მოდი და ნახე (Иди и смотри)

ერთ ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი საბჭოთა ფილმი ომის საშინელებებზე.

1943 წელი. მეორე მსოფლიო ომი. ბელორუსიის პატარა მიყრუებული სოფელი. ორი მოზარდი ნაღმებით გადათხრილ მინდორში იქექება. 16 წლის ფლერა დიდი წვალების შემდეგ მიწიდან საბრძოლო იარაღს და ვაზნებს ამოთხრის, რაც უფლებას აძლევს ტყეში პარტიზანების ჯგუფს შეურთდეს.

ესე იწყება ფილმი, რომლის მსგავსი – კადრების ნატურალიზმით, ფსიქოლოგიური დაძაბულობით და მასში ნაჩვენები ადამიანური სისასტიკით, ძნელად თუ მოიძებნება. ფილმი რომელიც არცერთი წამით არ ინდობს მაყურებელს და ემოციურ შოკში აგდებს.

სცენარის პირველადი სახელწოდება იყო ,,ესროლე ჰიტლერს”: სახელწოდებაში იყო გლობალური ჩანაფიქრი, როგორც მოწოდება- რომ პირველ რიგში, მოკალი შენში ეშმაკისეული საწყისი. რეჟისორს ესმოდა რომ ეს იქნებოდა სასტიკი, მძიმე ფილმი და ფიქრობდა მაყურებელს არ მოუნდებოდა მისი ნახვა. ამის შესახებ მან მოთხრობის ავტორს და სცენარისტს- ალეს ადამოვიჩს შესჩივლა, რომელმაც უპასუხა: ,,ნუ ნახავენ. ეს არის, რასაც დავტოვებთ ჩვენს შემდეგ. როგორც ომის შედეგს, როგორც ლოცვას მშვიდობისათვის.”

მოდი და ნახე (Иди и смотри)
რეჟისორი: ელემ კლიმოვი
1985წ. (სსრკ)
Come and See (1985) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
ანა ფრიცის გვამი (El cadáver de Anna Fritz)

ანა ფრიცის გვამი (El cadáver de Anna Fritz)

სამი მეგობარი გადაწყვიტავს თავისი თვალით ნახოს მსოფლიოში ცნობილი ესპანელი

შემდეგი
You Me At Six – SUCKAPUNCH

You Me At Six – SUCKAPUNCH

Album: SuckapunchRelease date: 15

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share