სონე კაისუკეს რომანის მიხედვით გადაღებული კორეული თრილერი.
ფილმი შვიდი თავისგან შედგება, სადაც სხვადასხვა ისტორია ვითარდება… აბანოს თანამშრომელი კლიენტების კარადაში ფულით სავსე ჩანთას პოულობს. იგი ჩანთას დავიწყებული ნივთების საწყობში მალავს, თვითონ კი ფიქრს იწყებს აიღოს თუ არა ფული, რომელიც მას არ ეკუთვნის და რომელიც მის გაჭირვებულ ცხოვრებას შეცვლის. პორტის საბაჟოს თანამშრომელი ცდილობს მევალეებს მოელაპარაკოს, რათა მისი ,,გერლფრენდის” მიერ დატოვებული ვალები დაფაროს. ქალი, რომელიც პროსტიტუციით ირჩენს თავს, მის ახალგაზრდა საყვარელთან ერთად გადაწყვიტავს თავიდან მოიშოროს ქმარი, რომელიც გამუდმებით ძალადობს მასზე. ეს ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები რაღაცნაირად გადაიკვეთებიან და სამუდამოდ შეცვლიან ერთმანეთის ბედს.
კორეელი რეჟისორის -კიმ იონ ჰუნის თამამი განაცხადი და ხმაურიანი დებიუტი კინოში.