ფრანგული მიამიტური კომედია აქტუალურ თემაზე: თუ როგორ უწევთ პანდემიის პირობებში ერთი სახლის მეზობლებს თანაცხოვრება.
როცა პარიზში პანდემიის გამო ლოქდაუნს აცხადებენ, მრავალბინიანი სახლის მაცხოვრებლები ერთ სივრცეში აღმოჩნდებიან გამოკეტილები. სხვადასხვა პროფესიის და მოთხოვნილებების ადამიანებს, რომლებსაც აქამდე ნაკლებად აინტერესბდათ ერთმანეთი, მოუწევთ მიეჩვივნონ ერთმანეთის ახირებებს და ახალ წესრიგს მოერგონ…
ამ გულუბრყვილო კომედიაში ბევრი სცენა თუ სიტუაცია ძალიან ნაცნობი და ახლო უნდა იყოს მაყურებლისთვის. ბევრი ჩვენგანი თითქოს მიეჩვია პანდემიის დამთრგუნველ ზემოქმედებას და გამუდმებულ სტრესში ყოფნას. ბევრი რამე შეიცვალა ამ პერიოდში, ადამიანები ახალი წესრიგის წინაშე აღმოჩნდნენ. და მაინც მხოლოდ იუმორით და ჯანსაღი ხედვით თუ შეძლებენ ადამიანები გადალახონ ის სირთულეები, რაც ამ ახალმა წესრიგმა მოიტანა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლებს თვითონ რეჟისორი დენი ბუნი და სცენარისტი ლორანს არნე თამაშობენ.