რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ოსტატი მებაღე (Master Gardener)

საიდუმლოების კულტივირება: “Master Gardener” ღრმად იჭრება ნიადაგსა და ჩრდილებში

პოლ შრეიდერის ახალი ნამუშევარი “ოსტატი მებაღე”, აწ უკვე მესამე ფილმია მის ე.წ. საავტორო ტრილოგიაში First Reformed (2017) და The Card Counter (2021)-თან ერთად. როგორც ჩანს პოლს არ გადაუხვევია იმ ძირითადი ხაზიდან, რომელსაც (მცირე ცვლილებებით) ტკეპნის დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში, “Taxi Driver”(1976)-ის სცენარის დაწერის დროიდან. მსხვერპლშეწირვისა და განწმენდის თემამ კალვინისტურ ოჯახში დაბადებული რეჟისორი ადრეული ასაკიდანვე მოხიბლა და კიდევ ერთხელ გახდა მისი ფილმის მთავარი იდეა.

დაარქვით ამას თვითგამეორება, ან თუნდაც – ერთგულება (ლოიალურობა) საკუთარ თავთან, მაგრამ ერთი რამ ნათელია – ყველანაირი ცხადჰყოფი და ცნობადი სიუჟეტებით, შრეიდერი, აწ უკვე 76 წლის, არ ვარდება ე.წ. (თვით) პაროდიაში, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ამ ზღვარზე ბალანსირებს. ამ პროცესში შრეიდერი იუმორსაც არ ივიწყებს. მაგალითად, ჯერ კიდევ მაშინ როცა ნარველ როტი (ჯოელ ეჯერტონის პერსონაჟი) “სარეველებს” ძირკვავდა და თეთრ რასას ამით “ეხმარებოდა”, გამოიყურებოდა როგორც დაღვინებული როკ ან ქანთრი მომღერალი : წვერებით, გრძელი თმით, გაბურძგნული. ხოლო როცა როტმა ბოტანიკაში გადაინაცვლა, დაიწყო საკმაოდ მკაცრი, აკურატული, “გადაწკეპილი” ვარცხნილობით სიარული – ოდნავ ნაცისტურ სტილში.

ერთი რაზეც შეილება მოვედავოთ “Master Gardener”-ს, (გარდა მსგავსი სტრუქტურისა, როგორც მისი წინა ნამუშევრებია) – მცირე რომანტიულ ხაზია, უფრო კონკრეტულად კი მაიასა (კვინტესა სვინდელის გმირი) და როტის ქიმია, რომელიც ცოტა არ იყოს და მუყაოსავით უბრალოა და სუსტი, თუმცა მსგავსი ხაზები/თემები არასდროს ყოფილა რეჟისორის ძლიერი მხარე, ვინაიდან მისი გმირები იღებენ ამას სხვანაირი გზებით – ლევიტაციით ჩახუტება (“First Reformed”), ან სიყვარულის ერთადერთი იმედი, დაპირებები (“Card Counter“). აქ კი – ვერანდაზე ცეკვაა. ავღნიშნავდი ასევე იმასაც რომ, სიგურნი უივერი და ჯოელ ეჯერტონი უფრო ბუნებრივად გამოიყურებიან კადრში, ვიდრე იგივე ზემოაღნიშნული “წყვილი”და ეს გასაგებიცაა.

ბოლო დროს გადაღებული შრეიდერის ფილმებიდან, ეს ყველაზე – ინტენსიური (ვიზუალურად) ნამუშევარია, მისი საფირმო ხელმოწერის სიცივე/განცალკევება თანაარსებობს ბუნებასთან, მისი სილამაზის ე.წ. აჯანყება/სიგიჟესთან. ასევე საკმაოდ გამჭვირვალე მეტაფორა, რომ ბუნება – სამოთხეა და ამასთანავე ლამაზია, როგორც ოაზისი. მესამე ნახევრისკენ – მანქანის სცენა – მაიასთან და როტთან ერთად ცოტათი უცნაური სანახავია, მაგრამ მსგავს მომენტებს შრეიდერის ფილმებში მცირე დოზით ყოველთვის ვხვდებით. დღიურის წერა მთავარი პერსონაჟის მიერ და მიდრეკილება თვითგანადგურებისკენ, ცოტათი მძიმე წარსულით – აქაც არის რათქმაუნდა, ამათ გარეშე შრეიდერის ფილმი უბრალოდ წარმოუდგენელია.

ერთიანობაში, “Master Gardener” შეიძლება არ იყოს შრეიდერის ყველაზე გავლენიანი ნამუშევარი, თუმცა ფილმი კარგად ცდილობს გამოიკვლიოს ლოიალურობის, საიდუმლოებების და მოულოდნელი ცვლილებების თემატიკა. ხოლო პოლმა კი განაგრძოს თავისი ბაღის “გაშენება”, რომლის ბილიკები დიდი ხანია გავლილია ახლო ან შორეული გზებით, რადგან ვფიქრობ, რომ მსგავსი საავტორო ფილმები საჭიროა. ისე, საინტერესო იქნებოდა სხვა პროფესიის მქონე ადამიანის, მაგალითად მეხანძრის ხილვა, მსგავსი სტრუქტურით.

ოსტატი მებაღე (Master Gardener)
რეჟისორი: პოლ შრეიდერი

ხანგრძლივობა: 1 საათი და 51 წუთი

65/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Atomic Blonde – Father Figure

Atomic Blonde – Father Figure

| ნაწყვეტი დევიდ ლეიჩის ფილმიდან - 'Atomic Blonde'

შემდეგი
Beverly Hills Cop – Axel Foley Visits Beverly Hills and Intro

Beverly Hills Cop – Axel Foley Visits Beverly Hills and Intro

| ნაწყვეტი მარტინ ბრესტის ფილმიდან - 'Beverly Hills Cop'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share