საოცარი მუხტის და რეჟისორული გადაწყვეტილების ფრანგული კრიმინალური დრამა.
კარლა ბემი უბრალო მდივანია უძრავი ქონებით ვაჭრობის კანტორაში. მისი ყოველდღიურობა მოსაწყენი სამუშაოსგან და საღამოს მისი მეგობრის სასიყვარულო თავგადასავლების მოსმენისგან შედგება. თვთონ მას კი არავინ ჰყავს და არც არავინ ჰყვარებია. კარლას სმენის პრობლემა აქვს, იგი სმენის აპარატს ხმარობს. მისი უნარები- ტუჩების მოძრობაზე მიხვდეს რას ლაპარაკობენ ადამიანები, აძლევს უპირატეობას იცოდეს თუ რას ფიქრობენ მასზე გარშემომყოფნი. მისი ცხოვრება იცვლება, როცა დასაქმების ბიურო მასთან 25 წლის სტაჟორს- პოლს აგზავნის, რომელიც ეს ესაა ციხიდან განთავისუფლდა.
ერთი უბრალო კრიმინალური ამბიდან ჟაკ ოდიარმა შექმნა შესანიშნავი ისტორია ადამიანების რთულ ურთიერთობებზე, მათ გადაწყვეტილებებზე, სიყვარულზე და მას ამაში საუკეთესო სამსახიობო გუნდი დაეხმარა. (მთავარი ქალის როლის შემსრულებელმა ემანუელ დევომ პრემია ,,სეზარი” მოიპოვა იმ წელს, აჯობა რა ოდრი ტატუს ,,ამელიდან” და იზაბელ იუპერს ,,პიანისტიდან”).