ფაბიანა, რომელიც კაფეში ოფიციანტად მუშაობს გაიცნობს კაფის ერთ-ერთ მუდმივ კლიენტს. ადრიანი ორკესტრს დირიჟორობს და ცხოვრების რთული პერიოდი აქვს. მათ შორის ვნება იფეთქებს. გოგონას ეჩვენება რომ ყველაფერი იდეალურად მიდის. მისი საყვარელი ადამიანი ბოგოტაში ორკესტრს ხელმძღვანელობს და უზარმაზარ აპარტამენტებს ფლობს. პარალელურად პოლიცია იკვლევს ადრიანის ყოფილი საცოლის გაუჩინარებას, თვითონ ფაბიანა კი ამჩნევს, რომ სახლში რაღაც უცნაური ხდება..
ეს ესპანურ-კოლუმბიური დინამიური თრილერი მაყურებელს მუდმივი დაძაბულობის ქვეშ ამყოფებს, ხოლო მოულოდნელი ფინალი განსხვავებულ და არაორდინალურ ემოციებს დაუტოვებს.