რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ენის გაკვეთილები (Language Lessons)

ესპანური ენის, ნამდვილი მეგობრობის და ერთმანეთის მხარდაჭერის შემსწავლელი კურსები ნატალი მორალესის რომანტიულ კომედიაში.

ადამი კალიფორნიის ოკლენდში ცხოვრობს მის მეუღლესთან ერთად. ერთხელაც იგი თავისი ქმრისგან საჩუქარს იღებს ესპანური ენის შემსწავლელი ონლაინ-კურსების სახით. მისი მომხიბვლელი მასწავლებელი კარინიო კოსტა-რიკაში ცხოვრობს. მათ შორის გარდა მანძილისა სოციალური და ეკონომიკური სხვაობაცაა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ დამეგობრებას. კურსების დასაწყისში ერთ-ერთის ცხოვრებაში ტრაგედია მოხდება და რაღაც ეტაპზე ესპანურის გაკვეთილები ერთგვარი საშველი რგოლი ხდება მისთვის.

ფილმის მთელი მოქმედება კომპიუტერის ეკრანზე, თითქმის უძრავი რაკურსით მიმდინარეობს, მაგრამ მას აქვს მთავარი, რაც კინოს ჭირდება: კარგი სცენარი და მსახიობების ქარიზმატული თამაში- საკმარისზე მეტი, რათა ეკრანს ვერ მოვწყდეთ.

ფილმის სიუჟეტი მარკ დიუპლასმა მოიფიქრა. ლოკდაუნის დროს მან სადღაც ლათინურ ამერიკაში ინგლისური ენის შემსწავლელი სკოლის გაღარიბებაზე მოისმინა და მხარდაჭერის მიზნით ესპანური ენის კურსები შეუკვეთა სკოლის პედაგოგებს, რითაც სკოლა გაკოტრებისგან იხსნა, ხოლო თვითონ კი სცენარის იდეა დაებადა. ნატალი მორალესი დაეხმარა მას სცენარის დაწერაში, საბოლოოდ ქალის მთავარი როლი ითამაშა და ფილმიც თვითონ გადაიღო.

ენის გაკვეთილები (Language Lessons)
რეჟისორი: ნატალი მორალესი
2021წ. (აშშ)
 Language Lessons (2021) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
ზოლა (Zola)

ზოლა (Zola)

ტვიტერზე გამოქვეყნებული ისტორიის მიხედვით შექმნილი შავი კომედია კრიმინალური

შემდეგი
დამნაშავე (Guilt)

დამნაშავე (Guilt)

კრიმინალური კომედია, თუ როგორ უწევთ განსხვავებული სოციალური მდგომარეობის და

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share