ფრანგული პოლიციური დრამა ახალბედა ლეიტენანტზე და კრიმინალისტების ყოველდღიურ რუტინაზე.
ახალბედა პროვინციელი ლეიტენანტი ანტუან დერუიე პოლიციის სკოლის დამთავრების შემდეგ პარიზში განაწილდება თავისი ნებით, მეუღლისა და ოჯახის პროტესტის მიუხედავად. კრიმინალურ განყოფილებას, სადაც ანტუანი მოხვდება, ახალი უფროსი ჰყავს- 50 წლის გამოცდილი კაპიტანი კაროლინ ვოდიე, რომელსაც არაერთი რთული საქმე აქვს გახსნილი. მას თავიდანვე თვალში მოუვა ანტუანი და ცდილობს ახალბედას გამოუმუშავოს კრიმინალისტიკის უნარები, პოლიციელისთვის საჭირო ჩვევები, რადგან სხვაგვარად რთული და შეუძლებელიცაა ამ უაღრესად სახიფათო პროფესიის მორგება.
ევროპული ფესტივალების არაერთგზის პრიზიორი რეჟისორის- კსავიე ბოვუას ეს ფილმი არ ჰგავს ამ ჟანრის სხვა ფრანგულ კინოებს. აქ ნაკლებად ნახავთ სუპერგმირებს, მანქანით უსასრულო დევნებს ან თავბრუდამხვევი ტრიუკებს. აქ ყველაფერი ნაღდი და ცხოვრებისეულია. ფილმის მთავარი კოზირიც ესაა…