დიალოგებზე აწყობილი პროვოკაციული თრილერი, რომელიც თავისი სიუჟეტური მკვეთრი მიხვევ-მოხვევით დაძაბულობაში გვამყოფებს და ფინალამდე ინტრიგას ინარჩუნებს.
თოთხმეტი წლის გოგონა და 30 წლის ფოტოგრაფი ერთმანეთს რომელიღაც სოციალურ ქსელში იცნობენ და სამი კვირის განმავლობაში ერთმანეთს წერენ, რის შემდეგ ისინი რომელიღაც კაფეში ერთმანეთს ხვდებიან. მოკლე ურთიერთობის შემდეგ გოგონა ფოტოგრაფის სახლში აღმოჩნდება, საიდანაც იწყება ისტორია, რომელიც რადიკალურად შეცვლის ამ ორი ადამიანის ცხოვრებას და პარალელურად მაყურებლის თავდაპირველ აზრს ფილმის პერსონაჟებზე.
ფილმი მთლიანად ერთ სახლშია გადაღებული (მთვარი სცენების გადაღების შემდეგ იგი კაფედ გადაკეთდა, სადაც ფილმის სასტარტო სცენები იქნა გადაღებული) და მის გადაღებას რეჟისორმა სულ 18 დღე მოანდომა.