ლონდონის იატაკქვეშეთის ბინძური სამყარო. აქ ყველაფერი შეიძლება იყიდო და გაყიდო. აბსოლუტურად ყველაფერი. ადამიანის სხეულის ნაწილებიც კი…
ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა ერთ სასტუმროში მუშაობენ სხვადასხვა პოზიციაზე. ისინი პრაქტიკულად არ იცნობენ ერთმანეთს, სანამ ერთი მათგანი ,,გულის გამყინავ” აღმოჩენას არ გააკეთებს ერთ მშვენიერ დღეს. ფილმის გმირებს არც პოლიციასთან და არც თავიანთ ბოსთან შეუძლიათ ამ ამბის გაცხადება, რადგან ისინი არალეგალები არიან. ისინი მალევე ხვდებიან, რომ საიდუმლოს შენახვას სჯობს თავიანთი სიცოცხლის უსაფრთხოებაზე იფიქრონ.
არა ბანალური და შოკისმომგვრელი სცენარის მიხედვით გადაღებული სტივენ ფრირზის ეს დრამა გვაშინებს თავისი დამაჯერებლობით, ცივი და სასტიკი თხრობის სტილით.