რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სახიფათო ტერიტორია (Land Of Bad)

ლიამ ჰემსვორთის თავდაუზოგავი ბრძოლა გადარჩენისთვის ფილიპინების საშიშ ჯუნგლებში

რეჟისორმა უილიამ იუბენკმა, რომელიც ცნობილია თრილერით Underwater და ჰორორით Paranormal Activity: Next of Kin, ძალები ახალ ჟანრში – ძველი სკოლის ექშენში (სამხედრო თემატიკაზე) მოსინჯა Land of Bad-ით. მიუხედავად არც თუ ისეთი ორიგინალური სახელისა, ფილმი დაიკვეხნის მსახიობთა შთამბეჭდავი დასით, რომელთა რიგებშიც ვხვდებით ლიამ და ლუკ ჰემსვორთებს, რასელ ქროუსა და მაილო ვენტიმილიას. ფილმი ძირითადად მოიცავს დრონების უნიკალურ და თანამედროვე კონცეფციას საბრძოლო ველზე. სიუჟეტი Land Of Bad-ისა შემდეგშია: ფარული მისიის დროს, ფილიპინების ჯუნგლებში, ამერიკელი სპეცრაზმის გუნდი საშინელ ფიასკოს განიცდის, როდესაც მისია გეგმის მიხედვით არ მიდის და ცოცხალი მხოლოდ ახალგაზრდა ჯარისკაცი – ქინი (ლიამ ჰემსვორთი) რჩება. სახიფათო ტერიტორიაზე მას ხელმძღვანელობს ვინმე კაპიტანი ედი გრიმი, მეტსახელად Reaper (რასელ ქროუ) – დრონების ოპერატორი, ჰავაის მაისურითა და გოლფის თეთრი ხელთათმანით. გარდა ოპერაციის ზევიდან დაკვირვებისა, გრიმს ქინის უსაფრთხოებამდე და მისი ევაკუციის წერტილამდე უპრობლემოდ მიყვანა ევალება.

მართალია Land Of Bad წარმოადგენს ტიპურ “b-movie”-ს (საშუალო დონის “ბოევიკი”) ადეკვატური ბიუჯეტით, მაგრამ რეჟისორის ტექნიკური ნიჭი მთლიანი ფილმის განმავლობაში კარგად ჩანს, რაც მოიაზრებს კარგად გაკეთებულ ექშენ სცენებსა და დაძაბულ მომენტებს. თუმცაღა ცოტათი ზანტი შესავალი და ოდნავ გაცვეთილი ფინალი შეიძლებოდა შედარებით მოკლე და პატარა ყოფილიყო, ვინაიდან ფილმის ქრონომეტრაჟი 2 საათამდე გრძელდება, რაც მსგავსი ჟანრის და თემატიკის ფილმებისთვის ხან უარყოფითად მოქმედებს, ხანაც დადებითად.

ერთ-ერთი რამ, რაც ფილმს გამოარჩევს და კარგ სანახაობად აქცევს – პირდაპირ ლოკაციებზე გადაღებაა, ამ შემთხვევაში ფილიპინის ჯუნგლებში, ყველანაირი ხელოვნური “მუყაოს” და “მწვანე ეკრანის” ფონების გარეშე. გარდა ლოკაციისა, სროლები და აფეთქებები ოსტატურად არის შესრულებული, არანაირი CGI და სპეც ეფექტები. შთაბეჭდავია აგრეთვე ხმის დიზაინი, განსაკუთრებით ინტენსიური ექშენ სცენების დროს, ტყვიამფრქვევის ყოველი გასროლა იგრძნობა. ქებას იმსახურებს ასევე ოპერატურა, რომელიც სწრაფი მოქმედებს სცენებს კარგად გადმოსცემს ეკრანზე. ამ ყველაფერთად ერთად ფილმის განათებაც მშვენივრად არის გაკეთებული, რაც ხელს უწყობს მის სერიოზულ და ავთენტურ პრეზენტაციას.

Land Of Bad-ის მთავარი გმირი – ქინია (ლიამ ჰემსვორთი), სწორედ მისი პერსპექტივიდან ვაკვირდებით ამ პერსონაჟის გადაადგილებას ფილიპინების მტრულ რელიეფზე. თავიდან რთულია იმის დაჯერება, რომ ეს უხეში და შთამბეჭდავი პერსონაჟი თითქოს არ ექვემდებარება გარემოს და სიტუაციას, მაგრამ ჰემსვორთის თამაში სხვაგვარად გვარწმუნებს. მისი შესრულება აიძულებს მაყურებელს ჩართული იყოს ქინის ბრძოლაში გადარჩენისთვის.

ლიამის გარდა, აგრეთვე ვხვდებით ლეგენდარულ რასელ ქროუს, რომელიც ბოლო დროს ძირითადად ნაკლებად პოპულარულ ფილმებში თამაშობს, თუმცა მისი შესრულების მანერა, სადაც ის ძირითადად ფილმის 95% სკამზე ზის, რაღაცნაირად სახალისო და გასართობიცაა, თითქოს რასელს ჯერკიდევ არ დაუკარგავს თავისებური შარმი. არ აქვს მნიშვნელობა რაზე საუბრობს ქროუს პერსონაჟი Land Of Bad-ში: იქნება ეს დაკარგული სიყვარულის გახსენება თუ თანამებრძოლთა უცოდინრობის გაკრიტიკება ან სულაც დრონის სარაკეტო, ზუსტი დარტყმების ორკესტრირება, მისი ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი ახალისებს ფილმს და “აბამს” მაყურებელსაც ეკრანზე. შესაბამისად ყველაზე მოსაწყენი სცენები ან მომენტები, ქროუს დამსახურებით ყურებადი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ Land Of Bad-ის სიუჟეტი შესაძლოა გარკვეულწილად ნაცნობი იყოს და რაღაც მომენტში წააგავდეს Behind Enemy Lines-ის თანამედროვე რემეიქს, რეჟისორი უილიამ იუბანკი მაინც ახერხებს მჭიდრო ტემპის შენარჩუნებას და დაძაბული ატმოსფეროს გადმოცემას მთელი ფილმის განმავლობაში. პლუსებთან ერთად ფილმში ვხვდებით მინუსებსაც როგორიცაა: იუმორის შემოტანის მცდელობები, კარიკატურული ბოროტმოქმედი, მთავარი ანტაგონისტი, რომელიც თავიდან თითქოს დაუნდობელი და სასტიკი პერსონაჟიდან კარიკატურულ ბოროტმოქმედად გარდაისახება და უბრალოდ ქრება, შუა ნაწილისკენ “მობუქსავე” სცენარი და ადვილად პროგნოზირებადი ფინალი.

საბოლოო ჯამში, მინუსებისა და პლუსების გათვალისწინებით, ვფიქრობ იუბანკი არ ისახავს მიზნად სამხედრო თემატიკაზე გადაღებული ფილმების ან უბრალოდ ექშენ ჟანრის რევოლუციას, ეს არც შემდეგი Black Hawk Down-ია და არც The Rock. ამის ნაცვლად ის გვთავაზობს კარგად გადაღებულ ისტორიას ერთ შეუპოვარ მებრძოლზე, რომელიც ცდილობს გაიკვლიოს გზა მისთვის უცნობ ტერიტორიაზე და გადალახოს დაბრკოლებები კაპიტან ედი გრიმთან ერთად. ჰემსვორტისა და ქროუს ქიმია კი აშკარაა, რაც გარკვეულ სიღრმეს ჰმატებს მათ პერსონაჟთა ურთიერთქმედებას. მიუხედავად პროგნოზირებადი ფინალისა, Land Of Bad-ის კულმინაცია მაინც ინტენსიური და დაძაბული გამოვიდა. ასე და ამგვარად, როგორც ერთჯერადი, გასართობი ფილმი დამღლელი საღამოს შემდეგ, მეტნაკლებად იმსახურებს შანსს, ხოლო ექშენ ფილმებისა და მილიტარისტული თემატიკის თაყვანისმცემლებისთვის Land Of Bad საინტერესო სანახაობა იქნება და ვინ იცის, იქნებ თავიანთ ფიზიკურ ან ციფრულ კოლექციაშიც კი შეიტანონ.

სახიფათო ტერიტორია (Land Of Bad)
რეჟისორი: უილიამ იუბანკი (William Eubank)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 53 წუთი

70/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
3 სხეულის პრობლემა (3 body problem)

3 სხეულის პრობლემა (3 body problem)

| Netflix-ის ახალი Sci-fi სერიალი სამეფო კარის თამაშების შემქმნელებისგან

შემდეგი
Logic1000 – Promises (ft. Rochelle Jordan)

Logic1000 – Promises (ft. Rochelle Jordan)

| Album: Mother

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share