რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მოთვალთვალე (Watcher)

ჰლოია ოკუნოს, კინოსამყაროსთვის კარგად ცნობილი სიუჟეტის ღირსეული, ავტორისეული ვერსია.

იღებს რა სამსახურში დაწინაურებას, ფრენსისი მის მეუღლესთან ჯულიასთან ერთად ნიუ-იორკიდან ბუქარესტში(რუმინეთი) გადადის საცხოვრებლად. სახლს, რომელშიც წყვილი დაბინავდება, ფართე ფანჯრები აქვს, რომელიც მოპირდაპირედ მდგარ მრავალსართულიან სახლზე გადის. სანამ მეუღლე სამუშაო პროცესში თავიდან ფეხებამდეა ჩართული და სახლში არ არის, ჯულია იწყებს მისთვის უცხო გარემოს გამოკვლევას(მას რუმინული ენაც არ ესმის). შემთხვევით იგი აღმოაჩენს, რომ მოპირდაპირე კორპუსის ბინიდან ვიღაც უთვალთვალებს. მისი შფოთვა სულ უფრო იზრდება და ქალს აკვიატებული შიშები იპყრობს. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ქალაქში სასტიკი მკვლელობები ხდება…

ჰიჩკოკისეული ეს თემა კინოში საკმაოდ გაცვეთილი და სხვადასხვა რეჟისორების მიერ სხვადასხვა ინტერპრეტაციითაა ნაცადი, და თითქოს ამაში ახალი არაფერია. თუმცა ფილმის ავტორებმა შეძლეს ისტორიის საინტერესოდ მოყოლა და დეტექტივის მიღმა სხვა თემების გაშლა-განხილვა: ინტრიგა ბოროტმოქმედის ვინაობის შესახებ, ,,სასპენსი” ფილმის ბოლომდე შენარჩუნებულია და არც სხვა, თანამედროვე საზოგადოებისათვის დამახასიათებელი აქტუალური თემებია დავიწყებული.

მოთვალთვალე (Watcher)
რეჟისორი: ჰლოია ოკუნო
2022წ. (აშშ)

Watcher (2022) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
ღამის მაქცია (Werewolf by Night)

ღამის მაქცია (Werewolf by Night)

| მარველის სტილისტური ჰორორი გაელ გარსია ბერნალით მთავარ როლში

შემდეგი
Arctic Monkeys – Body Paint

Arctic Monkeys – Body Paint

Album: The CarRelease date: October 21, 2022 Label: Domino Recording Company

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share