საინტერესო რეჟისორის- ჩარლი მაკდაუელის მწვავე დიალოგებზე აწყობილი კამერული თრილერი.
საშუალო ხნის მამაკაცი ძარცვის მიზნით IT- მილიარდერის ქალაქგარე ვილაში შეიჭრება და მშვიდად ასუფთავებს იქაურობას. უეცრად დაბრუნებული მეპატრონეები (ცოლ-ქმარი) ცვლიან მის ჩანაფიქრს. უბრალო ბინის გატეხვა შეიარაღებულ ძარცვაში გადაიზრდება, ხოლო მძევლებთან თითქოს უწყინარი საუბარი კლასებს შორის უთანასწორობაზე დაძაბულ კამათში, რომელსაც ნელ-ნელა არაპროგნოზირებად ფინალამდე მივყვართ.
ფილმის სცენარიტები ჩარლი მაკდაუელი (მალკოლმ მაკდაუელის შვილი) და ჯასტინ ლადერია, რომლებიც მანამდე ერთად მუშაობდნენ ფანტასტიკური ჟანრის ფილმზე ,,ის, ვინც მიყვარს”. კიდევ ერთი სცენარისტი ჯეისონ სიგელია, რომელიც პროექტის პროდუსერი და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია, სადაც მის გარდა ჯესი პლემონსი და ლილი კოლინზი (ფილ კოლინზის ქალიშვილი და ფილმის რეჟისორის მეუღლე) თამაშობენ.