სრულიად აუჩქარებელი, დიალოგებით და 1980-იანი წლების პარიზის ატმოსფეროთი განსმჭვალული დრამა შარლოტა გინზბურგით მთავარ როლში.
პარიზი. 80-იანი წლები. ელიზაბეტს მეუღლე შორდება და იგი მის ორ შვილთან ერთად მარტო რჩება.ფსიქოლოგიური წონასწორობა რომ როგორმე შეინარჩუნოს, იგი რადიოში იწყებს მუშაობას, სადაც ღამის ზარებს პასუხობს ცნობილ გადაცემაში. იქ იგი შემთხვევით გაიცნობს მოხეტიალე გოგონას- ტალულას, რომელსაც სახლში შეიფარებს.
რეჟისორი მიქაელ ჰერსი 1980-იანი წლების პარიზში გაიზარდა, ამიტომაც იგი ესეთი გულმოდგინებით და წვრილმანებით გადმოგვცემს პარიზის იმ წლების ატმოსფეროს, ცხოვრების რითმს. მისთვის მოგონებები ქალაქზე, იმ დროზე, ცხოვრების იმ წესრიგზე როგორც ეტყობა ძალიან სათუთია. ფილმის ერთ-ერთი მთავარი ღერძის, რადიოგადაცემის ინსპირაციად რეალურად არსებული რადიო შოუ ,,Les choses de la nuit” შეიქნა, რომელიც როგორც ეტყობა რეჟისორის მეხსიერებას მკაფიოდ შემორჩა.
ევროპული კინოს მოყვარულებისთვის შარლოტა გინზბურგის მონაწილეობა ესეთ ფილმში ნიშანდობლივია, რომელიც როგორც ყოველთვის ბუნებრივი, მრავალშრიანი და შეუდარებელია. ფილმი წარდგენილი იყო 2022 წლის ბერლინის კინოფესტივალის მთავარი ნომინაციაზე.