რატომ ვართ ერთად - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

რატომ ვართ ერთად

ილო ღლონტის ფილმი თბილისის ერთ-ერთ ოჯახში მომხდარ ისტორიაზე, რომელიც ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების ფონზე ვითარდება.

20 წლის გიომ დედა რამოდენიმე წლის წინ დაკარგა და ეხლა მამასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანია. მამა უმუშევრობის და უსახსრობის დაძლევას მეგობრების დახმარებით ცდილობს, თანაც შვილის მომავალზე ფიქრობს, თუმცა გიოს სხვა გეგმები აქვს. მათი დიდი ოჯახი (ბებია, ბაბუა, ბიძა, დეიდა) იმ წესიერების და კარგი ტრადიციების მატარებელია, რომელიც ეკონომიური სიდუხჭირის და პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად ქალაქის მაცხოვრებლებს კიდე შემორჩენიათ. ერთ მშვენიერ დღეს სახლში შემოჭრილი პოლიციელები და დაზარალებულები გიოს აბრალებენ დანაშაულს, რომელიც მას არ ჩაუდენია. მისთვის ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ მის პატიოსნებაში მამასაც ეჭვი შეაქვს…

ფილმი რეალურ, თბილისში მომხდარ ამბავზეა დაფუძნებული, რომელიც რეჟისორს ახალგაზრდობაში გადახდა. მასში მთავარ როლებს რეჟისორის ოჯახის წევრები: მამა – ლევან ღლონტი, ძმა – ივანე ღლონტი და ბებია – მარინე ყუბანეიშვილი ასრულებენ. ეს უკანასკნელი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის პრიზით დაჯილდოვდა. ფილმში ასახული რეალობა ნაცნობი და მტკივნეულია თავის უსამართლობის განცდით, რომელიც ბოლო ათწლეულებია სხვადასხვა ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად არ იკლებს და აქტუალური რჩება. რეჟისორს სოციალური და სამართლებლივი პრობლემების ფონზე კარგად აქვს ასახული მშობლის და შვილის რთული ურთიერთობა და მისი მნიშვნელობა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. ფილმის გმირები ძალიან უშუალო და გულუბრყვილო ხალხია, რომელთაც ცხოვრებამ მწარე გაკვეთილი აგემა, თუმცა ისინი მაინც რჩებიან ღირსეულ ადამიანებად ყველაფრის მიუხედავად.

რატომ ვართ ერთად
რეჟისორი: ილო ღლონტი
2022წ. (საქართველო)

ხანგრძლივობა: 1 საათი 22 წუთი

Total
0
Shares
წინა
Dream Wife – Social Lubrication

Dream Wife – Social Lubrication

| Album: Social Lubrication

შემდეგი
A Single Man – Dancing Scene

A Single Man – Dancing Scene

| ნაწყვეტი ტომ ფორდის 2009 წლის ფილმიდან 'A Single Man'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share