რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

საბრალო სულები (Poor Things)

ფრანკენშტეინის ეროტიულ-აბსურდული თანამედროვე ვარიაცია: ამბავი თანასწორობისა და განთავისუფლების შესახებ

Emma Stone and Mark Ruffalo in ‘Poor Things’

Poor Things იუმორისტული, სექსუალური და გოთიკური და ამავე დროს უცნაური ფილოსოფიური ზღაპარია, გადაღებული საკმაოდ ცნობილი ბერძენი რეჟისორის – იორგოს ლანთიმოსის მიერ. რიგით მეცხრე ნამუშევარი მის ოდნავ პატარა კატალოგში, დაფუძნებული ამავე სახელწოდების ნაწარმოებზე, რომლის ავტორი შოტლანდიელი მწერალი – ალასდარ გრეია. მთავარ როლებში გვევლინებიან – ემა სტოუნი, მარკ რუფალო, უილემ დეფო და რამი იუსეფი.

თავისი არსით, ფილმი საყოველთაო კლასიკის – ფრანკენშტეინის თანადროული გადამღერებაა, გაჯერებული – ჩინებული იუმორის, სენსუალურობის და გოთიკური ესთეტიკის სასიამოვნო ნაზავით, რომელიც ვითარდება გლაზგოს ვიქტორიანული ეპოქის მე-18 საუკუნეში (ოდნავი sci-fi ელემენტებით). ამ უცნაურობას კი, ხელოვნების თვალსაზრისით თავისებური ხიბლი აქვს და არ შეიძლება არ წარმოვიდგინოთ, როგორ ტკბება მერი შელის სული ამ ყველაფრის სრული სიმამაცით. ფილმი გვთავაზობს ისტორიას, მოთხრობილი ქალის პერსპექტივით, რომელშიაც ასახულია: საჭიროებები, სურვილები, პრობლემები და ჩვენი შინაგანი ბავშვის დაკარგვა ამ სასტიკ, დაუნდობელ, მომთხოვნ სამყაროში. ამ მხრივ იორგოსის ხედვა საინტერესოა და არ ეშინია ღიად წარმოაჩინოს სექსუალობის თემატიკა.

ემა სტოუნის თამაში ბელა ბაქსტერის (მთავარი პერსონაჟი) როლში უბრალოდ დიდებული იყო, თუმცაღა ეს ამავდროულად ცოტათი “სარისკო” სიტუაციაც არის, ვინაიდან როცა მას პირველად ვეცნობით, ბელა მენტალურად მცირეწლოვანია ზრდასრულ სხეულში, რეანიმაციის შემდეგ; მისი ლექსიკა იმავე დონეზეა როგორც სამი წლის ბავშვი, ისევე როგორც სხეულის არათანაბარი პოზა ან მოძრაობები, თითქოს ჯერ კიდევ სწავლობს ფეხის ადგმას; მაგრამ სტოუნი მალევე პოულობს სწორ ბალანსს, რაც ხელს არ უშლის ამ “უხერხულობის” წარმოჩინებაში. მიუხედავად ამისა, ბელა გონებრივად მალევე პროგრესირებს და ნელ-ნელა მაყურებელიც ეშვება მის მოგზაურობაში, ერთი სრულყოფილი მიზნით: იპოვოს საკუთარი თავი, რომლის პროცესშიც ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც ლაპარაკს, ისე სიარულის მანერასაც. შესაბამისად, როგორც მთავარი პერსონაჟი ამ ამბისა, აუდიტორიას მალევე უჩნდება ემპათია ბელას მიმართ და ჩვენ, მაყურებელს გვინდა რომ ვიხილოთ მისი წარმატება.

Willem Dafoe in ‘Poor Things’

აღნიშვნას იმსახურებს მარკ რუფალო (დუნკან ვედენბერნი), როგორც მეორე პლანის საუკეთესო მსახიობი. მისი პერსონაჟი ე.წ. აზარტული თამაშების მოყვარული, მექალთანე მუსუსის ხმამაღალი პაროდიაა, რომლის ყოველი მოქმედება ან რეპლიკა სიცილს იწვევდა. დუნკანი ბელას თავისი ფრთის ქვეშ ატარებს და ძირითადად თავისი მიზნებისთვის იყენებს. გამოვყოფდი ერთ-ერთ სახალისო სცენას სადაც უშუალოდ დუნკანი და ბელა არეულად, მაგრამ სასაცილოდ ცეკვავენ. რუფალოსთან ერთად, ბრწყინვალეა უილიამ დეფოც, რომელიც რა საკვირველია შესანიშნავად თამაშობს. აქ ის განასახიერებს მონსტრსახა მეცნიერ – გოდვინ ბაქსტერს. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “ღმერთს” (სიტყვების თამაში, მისი სახელიდან გამომდინარე Godwin – შემოკლებულად God) და მართლაც, ის შემოქმედის ფუნქციას ითავსებს, აკეთებს შეუძლებელს და ახალ სიცოცხლეს ანიჭებს უბედურ, დაკარგულ სულებს. მისი და ბელას ურთიერთობა როგორც თითქოს შორეული, დაკარგული მამა-შვილი, თბილი და სასიამოვნო სანახავია.

ტექნიკურ დონეზე Poor Things ბრწყინვალედ არის გაკეთებული, სულისშემძვრელად ლამაზი დეკორაციები, კოსტიუმები, აბსურდულად კომფორტული მუსიკა მშვენივრად ერწყმის ამ ვიზუალურ სპექტაკლს და ადვილად ქმნის ვიქტორიანულ, სტიმპანკ ატმოსფეროს. ფილმში გამოყენებულია როგორც ფართო კუთხეებით შექმნილი კომპოზიციები, ისევე fish-eye ლინზაც, რაც ზოგ სცენას უფრო დაძაბულს და ინტენსიურს ხდის. ლინზებთან ერთად, ვხვდებით შავ-თეთრ და ფერად პალიტრასაც, სიუჟეტური თხრობის მრავალფეროვნებისთვის. ფილმში ასევე ხშირად ნახავთ ეროტიულ, ოდნავ საზიზღარ სცენებსაც, სექსს, სიშიშვლეს და ცოტა ძალადობასაც, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. პარალელს გავავლებდი 1990 წლის ჰორორ კომედია Frankenhooker-თან (გადაღებული ფრენკ ჰენენლოტერის მიერ), რადგან ორივე ფილმში მთავარი პერსონაჟები – ბელა და ელიზაბეტი, გაცოცხლებული თავიანთი ბატონების მიერ, რაღაც მხრივ ჰგვანან ერთმანეთს; იბრძვიან საკუთარი თავის პოვნისა და დამკვიდრებისთვის თანამედროვე სამყაროში. რაღათქმაუნდა აბსურდულობითა და შავი იუმორით (ზომიერად) არც Frankenhooker ჩამორჩება Poor Things-ს.

ვფიქრობ, იორგოსის რეჟისურა ამ ფილმისა და მისი ე.წ. აღსრულება შესანიშნავია. ის წარმოაჩენს მოვლენებს ისე როგორც არის, არც ცდილობს ჩაახუჭუჭოს, გაართულოს და ყურადღებას ამახვილებს უცნაურ მოვლენებზე ადამიანებში, ცხოვრებაში – ყოველგვარი ხელოვნური ზედაპირულობის გარეშე. მაგალითად თუ მის წინა ნამუშევრებს გადავხედავთ, ვნახავთ რომ, ისტორიები მარტივად არის მოცემული და ჩაქსოვილი მესიჯიც ნორმალურად არის გადმოცემული. Lobster ეხება სოციალური ნორმების დაცვას როგორიცაა: უნივერსიტეტში სწავლა, სამუშაოსა და პარტნიორის პოვნა, შვილების გაჩენა, ინტერესები/ჰობი და საბოლოოდ – სიკვდილი. The Killing Of Sacred Deer – საშინელებათა შურისძიების ზღაპარი, სადაც ოჯახი იტანჯება მხოლოდ და მხოლოდ მამების არასწორი ქმედებების გამო. და ბოლოს The Favorite – პერიოდ დრამა/კომედია, სადაც ორი დომინანტი პერსონაჟი ცდილობს მოიპოვოს ბიპოლარული დედოფლის სიყვარული. ამ მხრივ Poor Things-იც დაახლოებით იგივე ფორმულა/პრინციპით ოპერირებს, სადაც იგრძნობა სტილი და სული.

საბოლოო ჯამში, Poor Things 2023/2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური, შესანიშნავი და დასამახსოვრებელი 2 საათ ნახევრიანი სანახაობაა. (ცოტათი დამღლელი და ოდნავ გაწელილი მომენტებში, მაგრამ მაინც) მაშინაც კი, თუ ეს იორგოსის დღეს დღეისობით ყველაზე ხელმისაწვდომი და ახალბედებისთვის საინტერესო საწყისი იყოს მის გიჟურად ლამაზ სამყაროში. ზოგიერთებისთვის შესაძლოა ზედმეტიც კი იყოს სურათში აღწერილი გროტესკულ/პერვერსიული სანახაობანი, მაგრამ თავისებური, უცნაურად მომხიბვლელი სტილით, შეუძლებელია თვალის მოწყვეტა ამ სპექტაკლისთვის.

საბრალო სულები (Poor Things)
რეჟისორი:
იორგოს ლანთიმოსი

ხანგრძლივობა: 2 საათი და 21 წუთი

95/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
წმინდა ობობა (Holy Spider)

წმინდა ობობა (Holy Spider)

| მკვლელი თუ გმირი - როგორ იღებს ირანის საზოგადოება სერიულ მკვლელს, რომელიც

შემდეგი
Sleater Kinney – Untidy Creature

Sleater Kinney – Untidy Creature

| Album: Little Rope

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share