,,გასთარბაითერების” ბედი ევროპაში.
ლატვიელი რუსი, ოლეგი უკეთესი ცხოვრების და სამუშაოს იმედით ბელგიაში ჩადის. პროფესიით ყასაბი იგი ხორცკომბინატში იწყებს მუშაობას. თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, სანამ უბედური შემთხვევა საწარმოზე მას არ ბრალდება და სამსახურიდან არ უშვებენ. ბუნებით მიმნდობი და გულუბრყვილო ადამიანი ხვდება პოლონელი კრიმინალის გავლენის ქვეშ, საიდანაც თავის დაღწევა იოლი არ იქნება.
დღეს ეს პრობლემა და მსგავი სიტუაცია ძალზედ აქტუალურია ჩვენთვისაც, საქართველოსთვის, საიდანაც უამრავი ადამიანი სამუშაოს მოძებნის მიზნით მიდის საზღვარგარეთ და აბსოლუტურად გაურკვეველ გარემოში უხდება გზის გაკვლევა. ფილმში რეალისტურადაა დახატული ევროპის ქვეყნებში არსებული სიტუაცია, რომელიც იქ ჩასულ არალეგალებსა და ,,გასთარბაითერებს” ხშირ შემთხვევაში ელოდებათ.