ჟოზე პადილიას პოლიციური ექშენი რიო-დე-ჟანეიროს ქუჩის ჯუნგლებში.
1997 წელს, რიო-დე-ჟანეიროში რომის პაპის ვიზიტის წინ კაპიტანი ნასიმენტო იღებს დავალებას გაანეიტრალოს საშიშროება, რომელიც პაპის რეზიდენციის მახლობლად მდებარე ნარკომოვაჭრეების დასახლებიდან გამომდინარეობს. ნასიმენტო პოლიციის განსაკუთრებული ოპერაციების ბატალიონის მეთაურია. იგი ეძებს ადამიანს, რომელიც მისი წასვლის შემდეგ შეცვლის მას თანამდებობაზე, თვითონ კი აპირებს ახალწვეულების გამოწვრთნას ამ საშიშ პროფესიაში. ამავე დროს ორი მეგობარი იდეალისტი- ნეტო და მათიასი იწყებენ სამსახურს სამხედრო პოლიციაში, სადაც კორუფციას და არაპროფესიონალიზმს აწყდებიან. მათი და კაპიტანი ნასიმენტოს გზები იკვეთება უსამართლობასთან ბრძოლაში.
რიო-დე-ჟანეირი. კარნავალი, თეთრი ქვიშის პლაჟები და ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკება-ტურისტებისთვის. უკიდურესი სიღარიბე, კრიმინალი და ნარკოტიკებით ვაჭრობა – ადგილობრივებისთვის. ეს მწარე რეალობაა. და ამ რეალობას ებრძვის რამოდენიმე პატიოსანი და მამაცი ადამიანი, რომელთაც სხვა მომავალი სურთ ქვეყნისთვის. თვალი მივადევნოთ და წარმატება ვუსუსრვოთ მათ ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში.