ბავშვობიდანვე სუკ-ხის ზრდიდნენ როგორც ცივსისხლიან მკვლელს ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებაში. გოგონას უკეთესი ცხოვრების შანსი ეძლევა, როცა სამხრეთ კორეის საიდუმლო სამსახური მას სამუშაოს სთავაზობს. მას ახალი სახელი და გვარი აქვს, იგი თეატრში მსახიობად მუშაობს და შეძლებისდაგვარად ტკბება ჩვეულებრივი ადამიანის წყნარი ცხოვრებით. მაგრამ ჩვეულებრივი ცხოვრება ყოფილი დაქირავებული მკვლელების ხვედრი არაა…
სამხრეთ კორეული სტილისტური და ატმოსფერული კრიმინალური თრილერი( 2017 წლის კანის კინოფესტივალის კონკურსგარეშე პროგრამის მონაწილე) საოცარი ოპერატორული ნამუშევრით, რომელიც გამუდმებით გვიქმნის ადგილზე ყოფნის ეფექტს და საბრძოლო სცენებს სუპერ რეალობას სძენს. ფილმის ეფექტური დასაწყისი და არანაკლებ ეფექტური ფინალი აზიური ექშენის მოყვარულებს არ დაავიწყდებათ.