ყვავილთა მთვარის მკვლელები (Killers of the Flower Moon) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ყვავილთა მთვარის მკვლელები (Killers of the Flower Moon)

ცოცხალი კლასიკოსის, მარტინ სკორსეზეს ეპიკური კინოდრამა ინდიელთა ტომის სერიული მკვლელობების ფონზე.

დევიდ გრანის ბესთსელერის მიხედვით გადაღებული ფილმი 1920-იან წლებში ამერიკაში, ოკლოჰამის შტატში მომხდარ მკვლელობების სერიას ეძღვნება. მას შემდეგ რაც ადგილობრივი ინდიელების მიწაზე ნავთობის საბადოებს აღმოაჩენენ და მათი ტომის წევრები გამდიდრდებიან, ეს იწვევს ქონებას დახარბებული სხვადასხვა ჯურის თაღლითების და დამნაშავეების კონცენტრაციას აღნიშნული შტატის ქალაქებში.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებული ერნესტ ბერკჰარტი, ბიძამისის წყალობით იწყებს ამ მხარეში დაფუძნებას. ბიძამისი უილიამ ჰეილი, ოსეიჯის ტომის ხალხთან დაახლოებული და ზოგადად ძალზედ გავლენიანი პიროვნება, ანდობს მას თავის შორსმჭვრეტელ გეგმებს, რომლის მიზანი აქაური მიწების მისაკუთრებაა…

ფილმის დაწყებამდე უკვე ვიცით, რომ ამბავი რომელიც უნდა მოვისმინოთ და ვნახოთ რეალურ ამბებზეა აწყობილი და ადამიანების სისასტიკესა და გაუმაძღრობაზე გვიყვება. იგი ამერიკის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ეხება და ინდიელების რეზერვაციაში, ოსეიჯის ტომის წევრების დაუნდობელ მკვლელობებს და შევიწროებას, ასევე ხელისუფლების ამ ამბებისადმი დამოკიდებულებას აღწერს. თემა მტკივნეული, საინტერესო და დამაინტრიგებელია. სკორსეზე ჩვეულ რითმში, აუჩქარებლად, თუმცა მთელი სიცხადით ფარდას ხდის ,,თეთრკანიანთა” მზაკვრულ ზრახვებსა და დამოკიდებულებას ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის მიმართ. ამაში მას ორი მისი ,,ამოჩემებული” მსახიობი (რობერტ დე ნირო, ლეონარდო დი კაპრიო) ეხმარება, რომელთა მაღალ ოსტატობაზე საუბარი ზედმეტია. რეჟისორმა წიგნის წაკითხვის დამთავრებისთანავე გადაწყვიტა ფილმის გადაღება, რომელიც 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პანდემიამ რამოდენიმე წლით გადასწია ფილმის პრემიერა. მან (წიგნისგან განსხვავებით) ინდიელთა ტომის გამიზნული განადგურების ისტორიის მოყოლა ერნესტ ბერკჰარტის და მისი ინდიელი მეუღლის, ერნესტისა და ბიძამისის ურთიერთობების პრიზმაში გადაწყვიტა. 81 წლის მარტინ მარკანტონიო ლუჩანო სკორსეზე (სრული სახელი) ჯერ კიდევ არ კარგავს იმ მუხტს, რითმის გრძნობას, იმ ჩაჭიდებას რომელთა წყალობით იგი აგერ უკვე ათწლეულებია კინოინდუსტრიაში სრულიად განსაკუთრებული ადგილს იკავებს და რომელთა წყალობით სამსაათნახევრიანი ფილმი შესვენების გარეშე იყურება.

ყვავილთა მთვარის მკვლელები (Killers of the Flower Moon)
რეჟისორი: მარტინ სკორსეზე
2023წ. (აშშ)

92/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
როგორ გვქონდეს სექსი (How to Have Sex)

როგორ გვქონდეს სექსი (How to Have Sex)

| How to have sex ანუ როგორ არ უნდა გვქონდეს სექსი

შემდეგი
El Royale – Bad Times

El Royale – Bad Times

| ნაწყვეტი დრიუ გოდარდის ფილმიდან - 'El Royale'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share