ეჩვენება რა მისი მშობლიური პარიზი უკვე მოსაწყენად, ქსავიე მიემგზავრება ბარსელონაში, სადაც სტუდენტები იკრიბებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. პატარა ბინაში მასთან ერთად თავს იყრის ხმაურიანი იტალიელი, სკურპულოზური გერმანელი, მოუსვენარი დანიელი, საქმიანი ინგლისელი და ეშხიანი ესპანელი გოგონა. მას თავიდან თავში მხოლოდ სწავლაზე ფიქრი უტრიალებს, მაგრამ მალევე ხვდება, რომ ესეთ მხიარულ კომპანიაში სწავლა დიდად არ უწერია და უამრავი თავგადასავლები ელის წინ. შეიძლება თავბრუდამხვევი სიყვარულიც კი..
ფილმი პირველივე კადრებიდან მთავარ გმირთან ერთად გვითრევს ლაღ სტუდენტურ ცხოვრებაში, რომელიც სავსეა ძალდაუტანებელი იუმორით და ნათელი ფერებით. შესანიშნავი ფილმი ზოგადად ახალგაზრდობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე ყველა მის გამოვლინებაში და რაღა თქმა უნდა ბარსელონაზე.