რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ბელფასტი (Belfast)

მოთამაშე ბავშვები აალებული ბელფასტის ქუჩების ფონზე – კენეტ ბრანას ავტობიოგრაფიული ფილმი.

1969 წლის აგვისტო. ბელფასტის ქუჩებში ერთ მშვენიერ დღეს ბარიკადები ჩნდება. მეამბოხე პროტესტანტები ხელჯოხებით დადიან და კათოლიკეების სახლებს მოლოტოვის კოქტეილით უმასპინძლდებიან. ამას ყველაფერს 9 წლის ბადი თავისებურად ხედავს და განიცდის, რომლისთვის მისი ოჯახის წევრები მთელი სამყაროა: დიასახლისი – დედა, რომელიც ამ სამყაროს ღერძია; მამა, რომელიც ინგლისში მუშაობს და სახლში ხშირად არ არის; უფროსი ძმა, ბებია და ბაბუა, რომლებიც ჭკუას არიგებენ და სწავლაში ეხმარებიან. ბადის ოჯახი პროტესტანტულია, თუმცა მათაც ეხებათ ეს საერთო არეულობა და შფოთი. ქუჩებში დაძაბულობა მატულობს და ეს ისახება ბელფასტის მაცხოვრებლებზე, მათ ოჯახებზე, მათ ცნობიერებაზე..

,,ბელფასტი” – სერ კენეთ ბრანას განზე გადადგმული ნაბიჯია ჰოლივუდიდან, მისი პირადული პატარა ფილმია მის ბავშვობაზე ჩრდილოეთ ირლანდიაში. და ეს გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი მსხვილბიუჯეტიანი პროექტები. ესე ჩათვალეს ოსკარის აკადემიაშიც და ფილმი შვიდ ნომინაციაზე წარადგინეს. შესანიშნავი ,,ქასთი”, მოზომილი შავ-თეთრი კადრები, კოსტიუმები(რომლებიც განსაკუთრებულად უხდება ამ შავ-თეთრ კადრებს), ვან მორისონის ტრეკები გასული საუკუნის 70-იანი წლების ბელფასტის ქუჩებს საოცარი სინამდვილით აცოცხლებს.

ბელფასტი(Belfast)
რეჟისორი: კენეტ ბრანა
2022წ. (დიდი ბრიტანეთი)

Belfast (2021) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
12-ის ღამე (La nuit du 12)

12-ის ღამე (La nuit du 12)

| ,,ჰარი-მეგობარი, რომელსაც თქვენთვის სიკეთე სურს" და ,,მხოლოდ ცხოველები"

შემდეგი
Andrei Tarkovsky – Interview

Andrei Tarkovsky – Interview

Add to favorites

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share