ამერიკელი ოკლაჰომიდან მიდის საფრანგეთში, რათა მის შვილს დაეხმაროს, რომელიც მკვლელობისათვის იხდის სასჯელს.
ერთი შეხედვით მარტივი სიუჟეტით, მაგრამ საკმაოდ ღრმა ფილმი, რომელიც თავისი აუღელვებელი თხრობით რაღაცნირად გვითრევს მის საინტერესო ატმოსფეროში. დევნას, სროლებს და ექშენ სცენებს მოკლებული იგი მაინც ახერხებს მაყურებლის დაძაბულ მდგომარეობაში შენარჩუნებას ტიტრებამდე. კონტრასტი ღრმა შტატების ტიპიური ამერიკელი რაფნეკის (roughneck) და ევროპული სამყაროსი ფილმში თვალშისაცემია. თუმცა ადამიანებს მაინც აერთიანებთ ის, რასაც ცხოვრებისეული დრამა ჰქვია.
მშობლის და შვილის ურთიერთობა, შეცდომების გამოსწორების მცდელობა, სინანული, მარტოობა, სიყვარულის ძიება ამ დრამის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საზღვრები არა აქვს.