რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ძაღლების სიყვარულით განკურნების ამბავი

4 წლიანი პაუზის შემდეგ, ლუკ ბესონი დაბრუნდა ახალი ფილმით, სახელად – Dogman. უფრო მეტიც, 2023 წლის “ვენეციის კინოფესტივალზეც” გაიტანა და ჩაება ოქროს ლომის ჯილდოს მოპოვების ფერხულში. ბესონმა მანამდე სამეცნიერო ფანტასტიკური ეპოსი – Valerian and the City of a Thousand Planets (2017) შემოგვთავაზა, ხოლო მოგვიანებით, ჯაშუშური თრილერი – Anna (2019) , რომლებმაც არც ისე სახარბიელო ფული დაწერა კინოგაქირავებაში, მსოფლიო მასშტაბით.

ფილმის სიუჟეტი ტრიალებს მთავარი გმირის – დუგლასის გარშემო, რომლის ბავშვობა სადისტი მამისა და გულუბრყვილო, მაგრამ სასტიკი ძმის მხრიდან საშინელი ძალადობით იყო მოწამლული. ერთ საბედისწერო დღეს, დუგლასი აღიარებს, რომ მისი სიყვარული ძაღლების მიმართ აღემატება მის ოჯახს და უფრო ძლიერია. გაბრაზებული მამა, საპასუხოდ დუგლასს ძაღლების გალიაში გამოკეტავს, გაურკვეველი ვადით. ძაღლები კი, რომლებიც რეალურად ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა და იყენებენ, წვრთნიან საბრძოლველად – ბიჭის ამ ბნელ პერიოდში უხილავ, მაგრამ ძლიერ კავშირს ამყარებენ.

მისდა გასაოცრად, დუგი საბოლოოდ მაინც “დაჯილდოვდა” ამ აღსარებისთვის, კერძოდ კი ხერხემალში მოხვედრილი ტყვიით, მამამისის სანადირო თოფიდან. ნებისმიერი სახის კარიერაზე კი უკვე საუბარი ზედმეტია, დუგმა თავისუფლება მოიპოვა, მაგრამ ეს მას საკმაოდ ძვირად დაუჯდა. თუმცა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დუგლასმა როგორღაც შეძლო ადაპტირება ამ ახალ რეალობასთან. იწყება მთავარი გმირის ტრანსფორმაცია, იგი ხდება ე.წ. “დოგფაზერი”, თესავს შიშს ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებში, ძარცვავს მდიდრებს, ეხმარება იმათ ვინც ამას ნამდვილად საჭიროებს და ნელ-ნელა იძენს ცნობადობა/ავტორიტეტს ხალხში. ამ ყველაფერს კი ლამაზ აკომპანიმენტს უწევს – ულამაზესი დრეგ-ქუინის სპექტაკლები, სადაც დუგლასი კვირაში ერთხელ, საღამოობით, გამოდის კაბარეში და ასრულებს მარლენ დიტრიხის ან ედიტ პიაფის უკვდავი ჰიტების სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციებს.

ერთი შეხედვით, Dogman-ის წარმოშობის ისტორია შეიძლება ჰგავდეს Batman-ის ვინმე უარყოფილ, დაწუნებულ ბოროტმოქმედს, რომლის იდეაც ბოლო წამს გადაიფიქრეს და დაივიწყეს. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ერთგვარი სევდიანი მელოდრამაა, მენტალურად “გამტყდარი” ადამიანის შესახებ, რომელმაც გააგრძელა ცხოვრება მიუხედავად საშინელი პირობების და რეალობისა. ცხადია, მაყურებელიც ხედავს თუ რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს ადამიანი ან თავად საზოგადოება. ყველაფერთან ერთად, პროტაგონისტი ე.წ. “ქროსდრესინგსაც” მიმართავს, განასახიერებს სხვადასხვა ქალ პერსონაჟებს, თუმცა აქცენტი აქ უფრო ესკაპიზმზეა გაკეთებული; ფილმი ღრმად იკვლევს ალტერნატიული პერსონების არჩევის თავისუფლებას – დროებით გაღწევა ამ სასტიკი სამყაროს მკაცრი რეალობისგან. არსი კი მდგომარეობს ნიღბის ქვეშ მყოფი ადამიანის შესწავლაში, რომელსაც მომენტალურად შეუძლია გაექცეს არსებობის სისასტიკეს, განურჩევლად ხასიათის ან პერსონაჟისა, რომელსაც დუგლასი განასახიერებს.

დაგის თეატრალური მხარე კი შთაგონებულია განუმეორებელი შექსპირის პიესებით, რასაც ვიგებთ ფსიქიატრთან საუბრისას, როცა დუგლასი აღიარებით ჩვენებას აძლევს და საუბრობს თავის თავზე. Dogman-ის თხრობა ვითარდება საპირისპიროდ; იწყება იქიდან, საიდანაც ფილმი ლოგიკურად უნდა დამთავრდეს; (დაახლოებით როგორც მაგალითად Memento-შია) პატარ-პატარა ფლეშბექებითა და მცირე-მცირე სცენებით ჩვენ ვიგებთ მთავარი გმირის წარუმატებელ სასიყვარულო ისტორიას, ადრეულ ჭიდილს ცხოვრებასთან და თუ როგორ მოახერხა ადაპტაცია საშინელი პირობების ფონზე, ოთხფეხა მეგობრებთან ერთად, რომლებიც ყოველთვის ერთგულები და ლოიალურები არიან, რაც არ უნდა მოხდეს.

Dogman-ის გამორჩეული მსახიობი, რომელიც ტიტულარულ მთავარ პერსონაჟს განასახიერებს – კელებ ჯონსი, თავისი გამორჩეული ანდროგინული გარეგნობითა და უდავო ნიჭით, მალევე ატყვევებს მაყურებელს და დამაჯერებლად გადმოსცემს ემოციურობასა და ტკივილს. თავისუფლად შეიძლება შევადაროთ იგივე ხოაკინ ფენიქსის მიერ ნათამაშებ ჯოკერს, ამავე სახელწოდების 2019 წლის ფილმიდან და დაახლოებით მსგავსი სიუჟეტური მონახაზით შეიძლება გავიხსენოთ 70-იანი წლების პერიოდის საშინელებათა ფილმი – Willard, სადაც მთავარი გმირი ძაღლების მაგივრად, ვირთხების არმიას უძღვება წინ. ფილმის მინუსებში შეიძლება აღვნიშნოთ – საერთო ვიზუალური ესთეტიკა, რომელიც თითქოს იაფფასიანად გამოიყურება, ლოკაციებიც ცოტათი შეზღუდული ან შემჭიდროვებულია, არ იგრძნობა მასშტაბურობა, მაგრამ ეს ნაკლოვანებები არ აკნინებს რეჟისორის პროფესიონალიზმს ან მის შესაძლებლობას გადაიღოს კადრები – ნათლად და ცოცხლად.

დადებითი მხარეებში შეიძლება გავიყვანოთ ფილმის ცოცხალი რიტმი და მელოდრამატული ისტორიის კარგად გადმოცემის უნარი. აქვე დავსძენ, რომ მიუხედავად შეზღუდული ექშენ სეგმენტებისა, ერთი კონკრეტული სცენა მაინც გამოირჩევა, თავისი ორიგინალურობით, კერძოდ კი – ბრძოლა დუგლასის ბუნაგში, რამაც მომენტებში შეიძლება გაგვახსენოს Le Femme Nikita ან Leon ატმოსფერულობით. ამ კლაუსტროფობიულ სივრცეში, ძაღლები – სასიკვდილო ქოფაკებად იქცევიან, არნახული სისასტიკით უსწორდებიან მექსიკური მაფიის წევრებს და ჭკვიანურად მიჰყავთ სწორ ადგილას დაგებულ მახეებში, სანამ მათი პატრონი სკამიდან დგება, შემზადებული შოთგანით.

მთლიანობაში, Dogman საინტერესოდ ახერხებს დაგვანახოს ჩვენ, მაყურებელს – მარტოხელა, შშმ ადამიანის ემოციური გულწრფელობა, რომელსაც უნდა რომ შური იძიოს სისტემაზე და თან ცდილობს საზოგადოებაში სარგებლის გადანაწილებასაც. სანამ მიმოხილვას დავასრულებდე, არ შეიძლება არ აღვნიშნო დუგლასის საყვარელი ოთხფეხა “ჯარისკაცები”, რომლებიც ულაპარაკოდ ასრულებენ პატრონის დავალებებს – იქნება ეს უბრალოდ ფქვილის გადმოწოდება თუ სხვა რამ და გულისყურით უსმენენ როგორ კითხულობს შექსპირის სხვადასხვა სონეტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ძაღლებს გამოარჩევს მთლიანი სურათისგან – ფიზიკურობაა. დიახ, სწორად გაიგეთ – არანაირი CGI, კომპიუტერული სპეც-ეფექტები ან ციფრული მანიპულაციები – იშვიათობა დღევანდელ კინოინდუსტრიაში, რის გამოც ლუკ ბესონი მაყურებლისგან მარადიულ ქება-დიდებას იმსახურებს. ფილმი ხელმისაწვდომია ციფრულად და პოპულარულ სტრიმინგ სერვისებზეც.

დოგმენი (Dogman)
რეჟისორი: ლუკ ბესონი (Luc Besson)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 54 წუთი

60/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
NewDad – Nightmares

NewDad – Nightmares

| Album: MADRA

შემდეგი
ჩვენ ყველა უცხონი (All of Us Strangers)

ჩვენ ყველა უცხონი (All of Us Strangers)

| ქვიარ სიყვარული და დაბრუნება გარდაცვლილ მშობლებთან - ენდრიუ ჰაის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share