რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ჩვენ ყველა უცხონი (All of Us Strangers)

ქვიარ სიყვარული და დაბრუნება გარდაცვლილ მშობლებთან – ენდრიუ ჰაის სიურრეალისტური ამბავი.

“ცხოვრება ტკივილთან გამკლავებაა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია, რომელიც მას მოაქვს.” – ამბობს ენდრიუ ჰაი, All of Us Strangers-ის რეჟისორი და გვთავაზობს ფილმს სიყვარულზე, რომელსაც საფუძვლად უდევს ტაიჩი იამადას ნოველა, “უცხოები.” ენდრიუ ჰაის მთავარი გამოწვევა ტექსტის ადაპტირებისას იაპონური კულტურის დასავლურ ესთეტიკაზე მორგება იყო, ამიტომ საშინელებათა ჟანრის ამბავი ჰეტერონორმატულ ურთიერთობაზე, მასთან სიურრეალისტური ისტორიაა ჰომოსექსუალი წყვილის შესახებ.

ცხოვრება ტკივილთან გამკლავებაა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია, რომელიც მას მოაქვს.

ენდრიუ ჰაი

All of Us Strangers-ის პირველი სურათი ქალაქის პეიზაჟზე არეკლილი ადამის სახეა. მნიშვნელოვანია, რომ ენდრიუ ჰაი ხშირად იყენებს ანარეკლებსა და სარკეებს, რაც მისთვის ფილოსოფიურად ქვიარ ადამიანის ცხოვრების სტილს უკავშირდება. განსაკუთრებით ისეთის, რომელიც არ ჩანს და უწევს იმ ადამიანს ირეკლავდეს, რაც რეალურად არ არის, “ანარეკლი ფილმში ხშირად ის არის, რაც შენ არ ხარ.” ამ ანარეკლში ამოიზრდება ადამი, რომელიც სცენარზე მუშაობას ცდილობს, თუმცა წარუმატებლად. ძალა, რითაც ის საკუთარ წარსულთან დაკავშირებას ახერხებს ჰარია, მისი მეზობელი, რომელსაც მასთან ურთიერთობა სურს. ჰარი ადამისთვის საშუალებაა იგრძნოს, რომ ხილულია, თვალი გაუსწოროს საკუთარ თავს და შეძლოს წარსულთან დაბრუნება, რომელიც მისთვის მტკივნეულია. 

მშობლებთან ურთიერთობის აღდგენას, რომელიც ჰარისთვის 12 წლის ასაკში წყდება, როცა ისინი ავტოკატასტროფაში ყვებიან, მისთვის ორი დანიშნულება აქვს, იგრძნოს სიყვარული და ვალიდაცია მათგან, რათა შეძლოს საკუთარი თავის მიღება და აპატიოს მათ. ფილმში სტუმრობა ფიზიკურია, ადამი მშობლების იმ ვერსიას ხვდება, სადაც ისინი წყვეტენ არსებობას და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზრდასრულ სხეულშია, მათთან მაინც ბავშვივით იქცევა, დედასა და მამას შორის წვება საწოლში შეშინებული, მიმიკებიც კი სხვანაირი აქვს და რაც მთავარია, აცვია საბავშვო პიჟამოები, რომელიც, ცხადია, პატარაა და სასაცილო. თუმცა ენდრიუ სკოტი (ადამი) ამ კომიკურ სურათს სევდად გარდაქმნის, რაც წარსულში დაბრუნებას ახლავს, რომელიც შენ უკვე ვეღარ გერგება “გეცინება, რადგან ისინი სულელურად გამოიყურება და ასეც არის, თუმცა პიჟამო განასახიერებს სურვილს დაუბრუნდე წარსულს, როცა პატარა ხარ და გინდა, რომ თავს დაცულად გრძნობდე, მაგრამ ჩვენ უკვე ზრდასრულები ვართ და ამ პიჟამოში ვეღარ ვეტევით, ვიცით, რომ სულელებს ვგავართ, მაგრამ მაინც გვინდა მისი ჩაცმა,” – ამბობს ენდრიუ ჰაი. 

– ‘I’m sorry.’
-‘it was a long time ago.’

ამ დიალოგს All of Us Strangers-ში ორჯერ ვხვდებით. პირველად ჰარისთან ლაპარაკის დროს, რაზეც მისი პასუხია, რომ “ეს ბევრს არაფერს ცვლის” და მამასთან, რომელიც ამ მოცემულობას იღებს და ის, რომ რაღაცები დიდი ხნის წინ მოხდა მისთვის თითქოს დამშვიდების საშუალებას იძლევა. ადამის მთავარი კითხვა მამასთან არის, რატომ არ შედიოდა ოთახში, როცა მისი ტირილი ესმოდა, რაზეც პასუხია, რატომ არ ყვებოდა ის, რა ხდებოდა სკოლაში. მისკომუნიკაცია შვილებსა და მშობლებს შორის მაშინ ხდება, როცა ერთმა არ იცის როგორ ილაპარაკოს თავის განცდებზე, რადგან იმედი არ აქვს, რომ გაუგებენ და მეორეს არ შეუძლია დაეხმაროს, ამიტომ თავს აჩვენებს თითქოს არ ესმოდეს და ვერ ხვდებოდეს პრობლემას. 

All of Us Strangers ქამინგ აუთის თემასაც ეხება და სხვადასხვა თაობის, ადამისა და ჰარის განსხვავებულ გამოცდილებებზე ყვება. მიუხედავად იმისა, რომ ჰარის დაძაბული ურთიერთობა აქვს ოჯახთან და არც კი ნახულობს მათ, ქამინგ აუთის ნაწილი მისთვის მარტივია. ადამისა და დედის დიალოგში კი ვხვდებით, რომ სრულიად გაუგებარი და უცნაურია როგორ შეიძლება იყოს მისი შვილი ჰომოსექსუალი, არ ესმის რამდენად მისაღებია ეს ან საშიშია თუ არა, რადგან მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს. 

ფილმში ადამის წარმოსახვა, მშობლების სულებთან დაკავშირება, სიზმრები, ჰარისთან ურთიერთობა, რეალობა, თრიფები, რომლებსაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ განიცდის არეულია, ზღვარი დაკარგულია და ისინი დინამიურად ენაცვლება ერთმანეთს, რადგან თითქოს ერთი მეორეს განაპირობებს. მშობლებთან ქამინგ აუთის სურვილიც ჰარისთან სექსის შემდეგ უჩნდება ადამს, ისევე როგორც მასთან დაახლოებას იწყებს დედისა და მამის ნახვის და მათგან სიყვარულის მიღებისთანავე. 

All of Us Strangers-ის დასასრულში ვხედავთ, რომ ჰარი, რომელიც თითქოს უფრო გახსნილია წარსულზე ლაპარაკის დროს და ხშირად სიცილით იხსენებს ამბებს, რეალურად იმაზე მეტ სევდასა და ტრავმას იტევს ვიდრე ჩანს. ფილმი მთავრდება Frankie Goes To Hollywood-ის სასიყვარულო ბალადით The Power of Love, გვესმის “I’ll protect you from the hooded claw, Keep your vampires from your door” და ვხედავთ ჩახუტებულ წყვილს, რომელიც თითქოს ერთიანდება და ერთმანეთის ნაწილი ხდება. 

All of Us Stranger British Independent Film Awards-ის ტრიუმფატორი აღმოჩნდა და მოპოვებული აქვს ლოს ანჯელესის, კანზასის, ვალიადოლიდისა და სხვა საერთაშორისო ფესტივალების ჯილდოები.

ჩვენ ყველა უცხონი (All of Us Strangers)
რეჟისორი: ენდრიუ ჰაი
აშშ – 2023 წ.

ხანგრძლივობა: 1 საათი და 45 წუთი

80/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
დოგმენი (Dogman)

დოგმენი (Dogman)

| ძაღლების სიყვარულით განკურნების ამბავი

შემდეგი
ამერიკული ვარსკვლავი (American Star)

ამერიკული ვარსკვლავი (American Star)

| დაქირავებული მკვლელის უკანასკნელი ცეკვა ბედისწერასთან - ფუერტავენტურაში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share