დენიელ შინერტის და დენ კვანის ბრწყინვალე რეჟისორული ტანდემი
და ჩვენი დროის ,,მატრიცა” ჩინური კოლორიტით.
ეველინი მის მეუღლესთან ერთად ტანსაცმლის წმენდის ბიზნესს ფლობს.
მის ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც დაულაგებელია: საქმე რომ შეინარჩუნოს საგადასახადო დეკლარაცია სწორად უნდა ჩააბაროს, მოხუცი მამა ყოველ წამს ყურადღებას ითხოვს, მის ერთადერთ ქალიშვილს კი ოჯახთან გასაცნობად მისი მეგობარი გოგონა მოჰყავს. საგადასახადო სამსახურში ვიზიტის დროს უცნაური რამ ხდება: ლიფტში მისი მეუღლე სხვა ადამიანის ხმით ეუბნება, რომ მის სიცოცხლეს სამყაროს ამ განზომილებაში საფრთხე ემუქრება და სთხოვს მის რჩევებს მიჰყვეს…
ფილმი უნიკალურია დაწყებული მისი შექმნის იდეით და დამთავრებული ტექნიკური შესრულებით თუ ვიზუალური სპეცეფექტებით. თხრობა ორიგინალური და არა სწორხაზოვანია: კომედიური სიუჟეტი კარგადაა შერწყმული ფანტასტიკასთან, ექშენი- დრამასთან. ზოგჯერ ეს ყველაფერი აბსურდამდე მიდის, თუმცა ესეც რეჟისორების ჩანაფიქრის ნაწილია, რომლებმაც სცენარი ფილმისთვის თვითონვე დაწერეს.