იდილიურ, წყნარ ამერიკულ ქალაქში 10 წლის ბიჭუნა ქრება. ყველაფერი მიუთითებს წლების წინ მომხდარ დანაშაულებათა ციკლზე , როდესაც ამ რაიონში ბავშვები ქრებოდა. საქმე დეტექტივ გრეგ ჰარპერს აქვს ჩაბარებული, რომელსაც პრობლემები ისედაც ყოფნის, მეუღლესთან კონფლიქტი აქვს, ოჯახი დანგრევის პირასაა და ამას მათი ერთადერთი ბიჭიც განიცდის. გრეგი თავის მხრივ განიცდის ჯეკის ღალატს და ღამეებს დივანზე ატარებს. ამასობაში ჯეკი ამჩნევს რომ სახლში რაღაც უცნაური ხდება და ცდილობს ოჯახის წევრებიც დაარწმუნოს ამაში..
ფილმი თითქოს კლასიკური თრილერისთვის დამახასიათებელი სტანდარტული კანონების სრული დაცვით მიმდინარეობს და არაფერი მოულოდნელი ან გამოუცნობი ამ ჟანრის მოყვარულებისთვის არ უნდა იყოს..
მაგრამ ეს ყველაფერი თითქოს ეს ყველაფერი მოჩვენებითია.
ფილმი მისტიკის და რეალობის ზღვარზე ძალზედ ოსტატურადაა გადაღებული და დეტექტივებისა თუ თრილერების მოყვარულებისთვის ნამდვილად საინტერესო სიახლეა.