ინდოეთში ჩინეთის პრემიერ მინისტრის ჩამოსვლამდე ერთი კვირა რჩება. ბალრამი, ადგილობრივი მწარმოებელი და ბიზნესმენი ნოუთბუქთან ზის და ჩინეთის ლიდერს მისი ცხოვრების წერილს წერს: იგი პატარაობიდან საშინელ სიღარიბეში იზრდებოდა ნათელი მომავლის იმედის გარეშე. ერთადერთი მისი ოცნება მდიდარი ადამიანის მსახურად დადგომა იყო. და მისი ოცნება ახდა, როცა ამერიკიდან ადგილობრივი მდიდარი ,,საქმოსნის” შვილი ბრუნდება. ბალრამი ყველა ხერხს იყენებს, რომ შეძლებული ,,ბატონის” მძღოლად მოეწყოს. ეს სამუშაო და მდიდარი ადამიანების გარემოცვა ცვლის ღარიბი და მიამიტი ადამიანის მსოფმხედველობას.
შავი იუმორით და ამასთანავე ხასხასა ფერების გარეშე მოგვითხრობს გულისამაჩუყებელ ისტორიას და ფარდას ხდის ინდოეთის შოკისმომგვრელ სოციალურ წყობას
მწვავე სოციალური დრამა, რომელიც საოცარი ირონიით და ინდური კინოსთვის არადამახასიათებელი მანერით, შავი იუმორით და ამასთანავე ხასხასა ფერების გარეშე მოგვითხრობს გულისამაჩუყებელ ისტორიას და ფარდას ხდის ინდოეთის შოკისმომგვრელ სოციალურ წყობას თუ უფსკრულს კლასებს შორის. თეთრი ვეფხვი” ეკრანიზაციაა იგივე სახელწოდების 2008 წლის ბუკერის პრემიის მფლობელი არავინ ადიგას რომანისა.