ხმის რეჟისორი ჯეკი ფილმისთვის ხმის ჩაწერის დროს უნებურად ხდება მოწმე ავტოკატასტროფისა, რომლის დროსაც ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი იღუპება. მთელი უბედურება იმაშია, რომ მან შემთხვევით ჩაიწერა ხმა, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული ინციდენტის შემთხვევითობას. ეხლა მისი და ავტოკატასტროფაში გადარჩენილი გოგონას სიცოცხლე საფრთხეშია.
თრილერი ,,გამოხეთქვა” განეკუთვნება ბევრისათვის საყვარელი რეჟისორის ბრაიან დე პალმას (ავტორი ფილმებისა: ,,ნიარევი სახე”, ,,ხელშეუხებელნი”, ,,კარლიტოს გზა”) ადრინდელ ნამუშევრებს. საინტერესოა ის რომ, ფილმი კრიტიკამ არ მიიღო, გაქირავებაში ჩავარდა, თუმცა მან დროის გამოცდას გაუძლო და ამ ჟანრის კლასიკურ ფილმებს შორის ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა სრულიად სამართლიანად.