რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

რკინის კლანჭი (The Iron Claw)

ბიჭები არ ტირიან: ამერიკული ტრაგედია ძმურ სიყვარულზე და რესლინგზე

70-იანი წლების ბოლო. ძმები ფონ ერიხები: კევინი (ზაკ ეფრონი) და დევიდი (ჰარის დიკინსონი) ბოლო ამოსუნთქვამდე იღლებიან ვარჯიშით მათი დომინანტი მამის, ყოფილი ფეხბურთელი, მოჭიდავე – ფრიცის (ჰოლტ მაკკალანი, ფინჩერის Mindhunter-დან) მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ეს ყველაფერი კი იმისთვის რომ, გახდნენ NWA-ს ჩემპიონები, მძიმე წონით კატეგორიაში. კევინის და დევიდის გარდა, კიდევ ორი ძმაა, რომლებიც ფრიცმა თანდათან შეიყვანა საოჯახო ბიზნესში. სპორტსმენი კერი (ჯერემი ალენ უაითი, პოპულარული სერიალიდან The Bear), რომელიც იძულებულია სხვა დანარჩენ ამერიკელებთნ ერთად გამოტოვოს მოსკოვის ოლიმპიური თამაშები, ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლის გამო. სანაცვლოდ, კერი სიამოვნებით შემოდის რინგზე და მზადაა ჩაებას ამ ოჯახურ ფერხულში, თავის ძმებთან ერთად. ხოლო უმცროსი ძმა მაიკი კარგად უკრავს გიტარაზე, მღერის ჯგუფში და ალბათ ამას გაჰყვება კიდეც, მაგრამ მამისთვის უარის თქმა რთულია.

ფილმის მთავარი გმირი კევინია, თუმცა ბავშვობაში გარდაცვლილი უფროსი ძმის ჩრდილი თითქოს მას ყოველთვის თან სდევს.

ნუთუ წინასწარ არ ათანხმებთ ბრძოლის შედეგს?

ეკითხება მას მომავალი მეუღლე პემი (ლილი ჯეიმსი) პირველ პაემანზე

მაგრამ კევინი რინგის კომიკურ და ამავედროს სახიფათო ბალანსის მოქმედებას საკმაოდ სერიოზულად იღებს – უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ, მას ყოველთვის სურს იყოს ოჯახთან ახლოს. ფილმის შუალედში კევინი პემს უყვება ფონ ერიხების ოჯახური წყევლის შესახებ, მაგრამ რათქმაუნდა მას ამ ყველაფრის არ სჯერა. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მალე ძმების ცხოვრებაში უბედურებათა მთელი კასკადი იწყება.

ციფრულ გაქირავებაში გამოსული The Iron Claw-ს პოსტერი და სიუჟეტი მახსენებს არაერთ სპორტულ დრამას, მათ შორის რათქმაუნდა დარენ არონოვსკის გენიალურ The Wrestler-ს (2007) მიკი რურკით, მაგრამ შონ დურკინი ჩაფსკვნილი, გოლიათი მამაკაცების ოჯახის ნამდვილ, სულისშემძვრელ ამბავს ოდნავ განსხვავებული კუთხით მიუდგა. უპირველეს ყოვლისა, მან გარკვეულწილად შეცვალა ფილმი და უფრო ოსტატურად მოარგო თავის რეჟისორულ ხედვასა და კინემატოგრაფიულ საჭიროებებს (სიუჟეტიდან ამოიღო ერთ-ერთი გარდაცვლილი ძმა და სხვა დანარჩენთა ცოლები, და ზოგადად დაარღვია მოვლენათა თანმიმდევრობაც), ასე რომ, ყველაფერი, რაც ეკრანზე ხდება, სრული სიზუსტით არ არის გადმოცემული.

ჟანრის კანონებიდან დაწყებული, (როგორც სპორტულ დრამებს სჩვევიათ), ფილმი თანდათან გადადის ძველი ბერძნული მასშტაბის ტრაგედიის რელსებზე, თუმცა ამ მხრივ ბალანსი პათოსსა და ზედმეტად დრამატიზირებას შორის დაცულია. რაღაც მომენტებში კი, მომხდარის საშინელება არის ასტერის Hereditary-ს დონესაც კი აღწევს, (სცენა, სადაც ერთ-ერთი დაღუპული ძმა კიბეზე ჩნდება რამდენიმე წამით, როგორ მოჩვენება, სანამ დედა შვილების მატჩს უყურებს) მაგრამ ამ ზღვარს არასდროს კვეთს.

როცა მამა საუზმის დროს, მძვინვარედ და ემოციურად ასახელებს თავისი საყვარელი ვაჟების “ტოპ ოთხეულს” (კერი, კევინი, დევიდი და მაიკი), ის მათ ოდნავი მუქარით ახსენებს მათ, რომ ეს “ტოპ ოთხეული” ყოველთვის შეიცვლება. ყოველგვარი ახსნის გარეშე, კევინი თანდათან გადადის სიის ბოლოში, მიუხედავად მისი ყოველი მცდელობისა, მოეპოვებინა – სულ მცირე, მამობრივი მოწონების სიტყვა ან დამამშვიდებელი მზერა მაინც. სიყვარულის ეს უნაყოფო ძიება ყველაზე შემაძრწუნებელია და აქ ზაკ ეფრონის დამსახურება აშკარაა, მან არა მხოლოდ შეიცვალა სხეული და გაბარიტებით ჰალკსაც გაუტოლდა, არამედ დაამტკიცა, რომ მან გადალახა სიმპათიური მამაკაცის როლები სულელურ (რომანტიკულ) კომედიებში და შეუძლია მინიმალური საშუალებებით გადმოსცეს ყველაზე რთული გრძნობები.

დანარჩენი გმირებს, შესაძლოა კერის გარდა არც თუ ისე დიდი დრო დაეთმოთ – ფრიცსაც კი, რომელმაც ექვსი ვაჟიდან ხუთის გარდაცვალება გადაიტანა და გახდა მეტასტაზების მიზეზი, რამაც ოჯახი გაანადგურა. შესაძლოა, მამაზე არანაკლებ, ან კიდევ უფრო საეჭვო ფიგურა ღვთისმოსავი და მორჩილი დედა იყოს, მაგრამ მაურა ტიერნის გმირმა სამწუხაროდ, სცენარში ბევრი ადგილი ვერ იპოვა. და მაინც, ყველა თავისი უმნიშვნელო ნაკლით, The Iron Claw, ამერიკული ტრაგედია ძმურ სიყვარულზე და მჩაგვრელ მამაზე, სწორედაც რომ იმსახურებს ჩემპიონის სტატუსს, მძიმე წონით კატეგორიაში. ხოლო იმათთვის ვინც ფილმში ელოდება რაიმე სასიამოვნო ისტორიას როგორც Rocky-ს ფილმებშია, სადაც გუნდური სულისკვეთება გრავიტაციის ძალაზეც კი ძლიერია და ყველაფრის წინააღმდეგ იმარჯვებს, “რკინის კლანჭი” ასეთი ფილმი არაა. ის უფრო ბნელ თემატიკაში ჩადის ღრმად და უარს ამბობს ყოველგვარი მარტივი, ამაღელვებელი თხრობის სტილზე. ფილმი ამჟამად ხელმისაწვდომია ციფრულად.

რკინის კლანჭი (The Iron Claw)
რეჟისორი: შონ დურკინი (Sean Durkin)


ხანგრძლივობა: 2 საათი და 1 2 წუთი

75/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
The Matrix – Opening Scene

The Matrix – Opening Scene

ლანა და ლილი ვაჩოვსკების ფილმის - 'The Matrix' დაწყება

შემდეგი
რეალითი (Reality)

რეალითი (Reality)

| "ეიფორიას" ვარსკვლავის, სიდნი სვინის შეუდარებელი შესრულება თინა სატერის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share