2008 წლის კანის ფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელი, პოლიტიკურ-განგსტერული ფილმი იტალიის ლეგენდარულ პრემიერზე- ჯულიო ანდრეოტიზე.
ძნელია მოძებნო ადამიანი, რომელსაც ესეთი გრძელი და წარმატებული კარიერა ჰქონდა პოლიტიკურ ასპარეზზე. იტალიის პრემიერ მინისტრი ჯულიო ანდრეოტი ამ პოსტზე 7-ჯერ იყო არჩეული. მისი ეს შესანიშნავი პოლიტიკური კარიერა დასრულდა იმით, რომ 90-იანი წლების დასაწყისში იგი დაადანაშაულეს მაფიასთან კავშირში. რეჟისორი ძალდაუტანებლად მიანიშნებს სახელმწიფო ტერორის ხანაზე, რომელიც იტალიის მთავრობამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოუწყო თავისივე ქვეყნის მოქალაქეებს.
შესანიშნავი რეჟისორის შესანიშნავი ნიმუში პოლიტიკური სატირისა. ფილმში აქტუალურადაა განხილული მაღალ ეშელონებში კორუფციის და მთავრობის წევრების მაფიასთან კავშირის მომენტები. პაოლო სორენტინო დეტალებში ხატავს ურთიერთსაწინააღმდეგო ვარიანტებს ამ თუ იმ მოვლენისა და მაყურებელს უტოვებს თავისუფალ არჩევნს ჩამოიყალიბოს აზრი- რომელი შეესაბამება სიმართლეს…