სექსუალური ჯენიფერი თავის ცოლიან ,,ბოიფრენდთან” რიჩარდთან ერთად ამ უკანასკნელის ქალაქგარე ვილაზე (ქვიანი უდაბნოს შუაგულში) ჩამოდის დაუვიწყარი უიკენდის გასატარებლად. მათ რომანტიულ იდილიას რიჩარდის მონადირე მეგობრები არღვევენ, რომელთაგან ერთ-ერთი თვალს დაადგამს ჯენიფერს და გადაწყვიტავს გოგონას ძალით დამორჩილებას რიჩარდის იქ არყოფნაში. რაც დასაბამს აძლევს მთელ რიგს საბედისწერო გადაწყვეტილებებისა და სისხლიანი გარჩევებისა, სადაც მსხვერპლი და მონადირე როლებს ცვლიან.
ქალი რეჟისორის, კორალი ფარჟეას ღირსეული დებიუტი დიდ კინოში და მის მიერ შექმნილ ი, ფერფლიდან აღმდგარი ქალი-გმირის სახე სისხლიანი თრილერის მოყვარულებს ნამდვილად დაამახსოვრდებათ.