თვითირონიის, სატირის და იუმორის ამაფეთქებელი დოზა ბრიტანელი კომიკოსის და პროვოკატორის- კრისტოფერ მორისის კომედიაში.
ოთხი უცნაური ისლამისტი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავს. ყოველ მათგანს თავისი ხედვა აქვს ,,ჯიჰადის”, ამიტომ დაგეგმილი ოპერაციების სისრულეში მოყვანა არც ისე იოლია.
არც ისე იოლია ისეთი თემებისგან, როგორიც: ტერორიზმი, ჯიჰადი და ისლამური რადიკალიზმია ესეთი სასაცილო და ალაგ-ალაგ ფილოსოფიური კომედია გააკეთო. ფილმი ნამდვილი კომედიური და პროვოკაციული ბომბაა. რელიგიური ფანატებისთვის, განსაკუთრებით მუსულმანებისთვის, მას შეიძლება უკუეფექტი ჰქონდეს, თუმცა იმ თვითირონიამ, რაც ზოგადად ბრიტანულ კინოს ახასიათებს, ყველა უნდა ჩაგვაფიქროს რაღაც საკითხებზე ფილმის მსვლელობისას. თუ, რა თქმა უნდა სიცილისგან სულის მოთქმის დრო გვექნება…