ქირურგი კიმ ჯუნ იონი ბრწყინვალე სპეციალისტია, თუმცა არც ისეთი კარგი მამა. მან თავის სამედიცინო კარიერას შვილთან ურთიერთობა შესწირა. ერთ დღესაც ჯუნ იონის თვალწინ საშინელი ტრაგედია დატრიალდება. ამ მომენტიდან ამ ადამიანისთვის იწყება ჯოჯოხეთური და საბედისწერო წრე, რომელსაც თითქოს დასასრული არა აქვს, თუმცა ყოველ ჯერზე მას ბედისწერა აძლევს კიდევ ერთი ცდის საშუალებას, სიკვდილისგან იხსნას საყვარელი ადამიანი.
სამხრეთკორეული ეს ფანტასტიკური თრილერი დაძაბული მიმდინარეობით და სიუჟეტური კვანძის მოულოდნელი გახსნით ამ ჟანრის მაყურებელს ნამდვილად მოხიბლავს.