სამეცნიერო ფანტასტიკა კარგი მსახიობებით და ძალზედ საინტერესო სარეჟისორო ნამუშევრით.
ორი შეიარაღებული მამაკაცი უცნაურ ბავშვთან ერთად შტატიდან შტატში ცდილობს შეუმჩნევლად მანქანით გადასვლას. ტელევიორში კი შუაღამის გამოშვებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა ბავშვი გაიტაცა. თუმცა ალტონი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და მანქანაში ფანრის შუქზე კომიქსებს ათვალიერებს. ამავე დროს რელიგიური სექტის წინამძღვარი ბრძანებას გასცემს ოთხი დღის განმვლობაში ბავშვი იპოვნონ და უკან დააბრუნონ. საქმეში ფედერალური ბიუროც ერთვება, რომელიც ცდილობს სექტის დაშიფრული გზავნილების ამოხსნას.
ამ თავსატეხის ახსნას რეჟისორი ჯეფ ნიკოლსი ნელ ნელა გვაწვდის მთელი ფილმის განმავლობაში. თუმცა სიუჟეტი და მსხიობების თამაში იმდენად საინტერესოა, დროს საერთოდ ვერ ვგრძნობთ და დაძაბულობაც ერთი წამით არ იკლებს. სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისთვის ეს ფილმი მიგნებაა, რადგან იშვიათია ამ ჟანრში საავტორო ფილმები და თანაც ესეთი შთამბეჭდავი სიუჟეტითა და ვიზუალით.